01:11 | 2020-09-20 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მომღერალი, პოლიტიკური ექსპერტი თუ ჟურნალისტი – ნინო ზაუტაშვილის პროგნოზი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის ვინაობაზე

მომღერალი, პოლიტიკური ექსპერტი თუ ჟურნალისტი – ნინო ზაუტაშვილის პროგნოზი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორის ვინაობაზე

ვინ დაიკავებს „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის პოსტს? კანდიდატებს შორის არიან მომღერალი, პოლიტიკური ექსპერტი, ჟურნალისტები…

 

„პრაიმტაიმი“ ნინო ზაუტაშვილს ესაუბრა მაშინ, როცა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის დირექტორის პოსტი დატოვა და ის ფიქრობდა, რომ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებდა თუ პოლიტიკური მარწუხებისგან თავისუფალი კანდიდატი არ გამოჩნდებოდა… თუმცა, ნინო ზაუტაშვილმა აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა.

 

ახლა, კი ის ვარაუდობს, რომ დაკავებულ პოზიციას თინათინ ბერძენიშვილი დაიკავებს. თავად კი ამბობს, რომ მონაწილეობაზე უარი იმიტომ თქვა, რომ კონკურსი ჯანსაღ პირობებში არ ტარდებოდა და ის ფარსში მონაწილეობას არ მიიღებდა…

 

„ვფიქრობ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის პოსტს თინათინ ბერძენიშვილი დაიკავებს, ის მაღლაფერიძის მოადგილე იყო. მგონია, რომ ამ სიტუაციაში ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება იმ ბორდისთვის, რომელსაც მე პატივს საერთოდ არ ვცემ, სწორედ სამი განსაკუთრებული ადამიანის გამოკლებით…

 

ამ სამეურვეო საბჭოს წინაშე კონკურსში მონაწილეობას ვერ მივიღებდი, რადგან მათთან ანგარიშვალდებული არ ვარ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის მხოლოდ სამ ადამიანს არ ვგულისხმობ. ისინი ვერ გაიგებდნენ როგორი ხედვა მაქვს „საზოგადოებრივი მაუწყებელთან” დაკავშირებით.

 

ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებდი და ამიტომაც, კონკურსანტად არ დავრეგისტრირებულვარ. ახლა, სამეურვეო საბჭოს განცხადებით მივმართე, რომ საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს რატომ გადადგა ვასილ მაღლაფერიძე და როგორ დაიხარჯა ტელევიზიის მიერ აღებული 45 მილიონიანი კრედიტი. როცა ამ საკითხს სამეურვეო საბჭო განიხილავდა, კითხვა დავსვი – თუ დროზე ადრე, მაღლაფერიძე დაკავებულ თანამდებობას დატოვებდა, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი ამ კრედიტზე. მაშინ პასუხი არ მიმიღია.

 

ნინო ზაუტაშვილი პირველი არხის დირექტორობის სურვილზე გავრცელებულ ინფორმაციას „პრაიმტაიმთან“ პასუხობს
2020-08-18ნინო ზაუტაშვილი პირველი არხის დირექტორობის სურვილზე გავრცელებულ ინფორმაციას „პრაიმტაიმთან“ პასუხობს

 

ამ კრედიტის გადახდა თითოეული მოქალაქის თანხით მოხდება, ამიტომ ეს ყველაფერი გამჭირვალე უნდა იყოს. სად დაიხარჯა და თუ ტექნიკა ჯერ კიდევ ჩამოსატანია, როდის ჩამოვა, რა დანახარჯებია და რა მოხდა, ამას პასუხი სჭირდება.” – ამბობს ნინო ზაუტაშვილი.

 

შეგახსენებთ, 18 აგვისტოს ვასილ მაღლაფერიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა. მან ამ გადაწყვეტილების მიზეზად მოახლოებული არჩევნებზე შესაძლო კითხვების გაჩენა დაასახელა. 

 

აღნიშნული პოზიციის დაკავების 8 კანდიდატის სია გამოქვეყნდა. ვინ არიან არხის დირექტორობის მსურველები ნახეთ ბმულზე. 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +