18:02 | 2021-07-31 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მომავალი კვირიდან ვაქცინაცია ონლაინ-რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელი იქნება

მომავალი კვირიდან ვაქცინაცია ონლაინ-რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელი იქნება

მომავალი კვირიდან ვაქცინაცია ონლაინ-რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელი იქნება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საუბრობს.

 

მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ყველა ამცრელ დაწესებულებაში ე.წ. ვირტუალური კაბინეტები გაიხსნება და წინასწარ დაურეგისტრირებელ ადამიანებს, ადგილზე რეგისტრაციაში დაეხმარება.

 

მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო - ირაკლი ღარიბაშვილი
2021-07-31მზად ვარ, მეზობელ თურქეთს ნებისმიერი სახის დახმარება აღმოვუჩინო - ირაკლი ღარიბაშვილი

 

თამარ გაბუნიას თქმით, ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული იქნება.

 

„უკვე მომავალი კვირიდან, ვფიქრობ, ორშაბათ-სამშაბათიდან ყველა ამცრელ დაწესებულებას ექნება ე.წ. ვირტუალური კაბინეტი, სადაც არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, არამედ ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თუ ის დარეგისტრირებული არ არის და უნდა აიცრას, დარეგისტრირდეს ადგილზე.

 

ერთადერთი დისკომფორტი რაც შეიძლება აქ შეიქმნას, არის ის, რომ თუ ერთად მივიდა დიდი რაოდენობით აცრის მსურველი და შეიქმნება რიგი.

 

მოცდა დიდი ხნით არ დასჭირდება, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია, წინასწარ დარეკოს მოქალაქემ კლინიკაში ცხელ ხაზზე და ითხოვოს ვიზიტისთვის დრო, თუმცა რეგისტრაციის პროცედურა იქნება მაქსიმალურად გამარტივებული და არავინ არ დარჩება აცრის გაერეშე,“- განაცხადა გაბუნიამ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი – ზურაბ ზოიძე მაისაშვილის მდგომარეობაზე
2021-07-31ანტივაქსერული პროპაგანდის ზეგავლენამ ჩააგდო ამ მდგომარეობაში ეს უნიჭიერესი ბიჭი – ზურაბ ზოიძე მაისაშვილის მდგომარეობაზე
  
ქართველი ძიუდოისტები ოლიმპიური სოფლიდან გაიპარნენ
2021-07-31ქართველი ძიუდოისტები ოლიმპიური სოფლიდან გაიპარნენ

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X