16:37 | 2020-03-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მოლოდინს გადააჭარბა, რაც თბილისის აეროპორტში დაგვხვდა – რას ჰყვება საქართველოში დაბრუნებული მოქალაქე

მოლოდინს გადააჭარბა, რაც თბილისის აეროპორტში დაგვხვდა – რას ჰყვება საქართველოში დაბრუნებული მოქალაქე

უდიდესი მადლობა საქართველოს მთავრობას! მოლოდინს გადააჭარბა, რაც თბილისის აეროპორტში დაგვხვდა, იმის ფონზე, რომ ისე გავიარეთ ესპანეთის საზღვარი და მერე ესპანეთიდან ჰოლანდიის, რომ საერთოდ არავის შევუმოწმებივართ, – ამის შესახებ საქართველოს მოქალაქე, ანუკი ბიწაძე სოციალურ ქსელში წერს, რომლის პოსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„თურქეთის მხრიდან საზღვრების ჩაკეტვის გამო, მოგვიწია მადრიდიდან ამსტერდამში გადასვლა და ჰოლანდიიდან საქართველოში უკან დაბრუნება;

 

ცოტა ხნის წინ ჩამოვფრინდით, გავიარეთ შემოწმება, გაგვისინჯეს ტემპერატურა, რადგან წითელი ზონიდან ვიყავით, მოგვიწია სავალდებულო კარანტინი;

 

რა თქმა უნდა, 100% მზად ვიყავით ამისთვის;

 

სპეციალური ავტობუსით გადმოგვიყვანეს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში;

 

თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია აღჭურვილია სპეციალური ფორმებით;

 

არის ძალიან კარგი პირობები, კართან დაგვიტოვეს საკვები (ცხელი, ცივი, ხილი, სასმელი) სასტუმროს იცავს საპატრულოს ორი ეკიპაჟი;

 

გვიმოწმებენ ტემპერატურას;

 

სავარაუდოდ, დაგვაკვირდებიან რამდენიმე დღე და თუ სიმპტომები არ გვექნება, გაგვიშვებენ თვითიზოლაციაში;

 

ჩემი აზრით, საქართველომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე“, – წერს საქართველოს მოქალაქე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X