12:08 | 2020-09-22 ავტორი: Prime Time

მოლოდინი და რეალობა – ქართველებთან წაგებულ მოსკოვის „დინამოს“ დასცინეს

მოლოდინი და რეალობა – ქართველებთან წაგებულ მოსკოვის „დინამოს“ დასცინეს

მოსკოვის “დინამოს” გულშემატკივრებს მძაფრი რეაქცია ჰქონდათ გუნდის ევროპა ლიგის გათამაშებიდან გამოვარდნის გამო.

 

რუსეთის პირველობის მერვე ტურის მატჩის წინ ფანებმა ირონიული ბანერი გამოფინეს: “მადლობა ევროსეზონისთვის”.

ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად - თეონა ცხომელიძე
2020-09-22ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად - თეონა ცხომელიძე

 

ამ ბანერის გვერდით, ორივე მხრიდან კიდევ ორი ბანერი გამოკიდეს და ერთგან მიაწერეს – მოლოდინი და ნახატზე საზღვარგარეთის პასპორტი, ხოლო მეორეგან – რეალობა და რუსეთის მატარებლის ბილეთი.

 

მოგეხსენებათ, მოსკოვის “დინამო” ევროარენიდან თბილისის “ლოკომოტივმა” გამოთიშა. ჩვენებმა 2:1 მოიგეს, რაც დიდი მოულოდნელობა გახდა რუსებისთვის.

 

ისინი ჯერაც აპელირებენ საკუთარ ბიუჯეტზე, ძვირადღირებულ ლეგიონერებზე და პარალელურად ხაზს უსვამენ “ლოკომოტივის” მწირ ფინანსებს, ახალგაზრდა და უცნობ ფეხბურთელებს, “ლოკომოტივის” პოზიციას საქართველოს ჩემპიონატში და ვერ გაუგიათ როგორ წააგეს ასეთ გუნდთან.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +