17:16 | 2020-07-08 ავტორი: თამთა თორდია

მოკეტეთ!.. – გარდაცვლილი მოზარდის დედა სკოლას მიმართავს

მოკეტეთ!.. – გარდაცვლილი მოზარდის დედა სკოლას მიმართავს

ისევ „გამოაცხო“ ალბიონმა სოფის თანაკლასელების სახელით გულისამაჩუყებელი,გამამართლებელი და სინდის დამამშვიდებელი წერილი. – ამის შესახებ ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული სოფი ნიკოლეიშვილის დედა, ლანა ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არავის უხსენებია ის, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა“- სკოლა „ალბიონის“ განცხადება
2020-07-05„არავის უხსენებია ის, რომ სპორტის მასწავლებელი სოფის დასახმარებლად წყალში გადახტა“- სკოლა „ალბიონის“ განცხადება

 

 

მისი თქმით, დირექცია ახალგაზრდების ზურგს ეფარება.

 

„ისევ ახალგაზრდების ზურგს ეფარება დირექცია და პედკოლექტივი… სინდისი რომ გქონოდათ, იმ ღამეს არ დამტოვებდით ლაგოდეხში. შუადღეს მომხდარი ამბავი ღამის ათის წუთებამდე არ ვიცოდი. ისიც ჩემი გაუჩერებელი ზარების მერე, იკადრეთ…

 

რა დამავიწყებს იმ კადრს, როცა პოლიციის შენობაში, ჯერ კიდევ არარსებულ იმედს ვებღაუჭებოდი, მაგრამ მაინც ვიცოდი, რომ შვილი აღარ მყავდა და თქვენი უსინდისო დირექტორი, ჩემგან ოთხ-ხუთ მეტრში გაწყნარებდათ.ნ უ გეშინიათ, თქვენი ბრალი არ არის, ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, დოკუმენტაცია, ექიმი, გამართული ტრანსპორტი….

 

ახლა და ადრეც, კლასის სახელით დაწერეთ აბსურდი. შინაარსობრივად იქნებ სიმართლესთან მომხდარ ფაქტთან ახლოსაა, მაგრამ მორალს საითაც მიერეკებით, საზიზღრობაა!.

 

„ურჩი ბავშვი“ „არ დაემორჩილა პედაგოგებს“… რომელ პედაგოგებს? ერთი იქ არ ყოფილა, მეორე თვითონაც ბანაობდა! ვასიკო ჩავიდა წყალში და თოკით ამოიყვანეს…

 

აბსურდი და რატომ. თოკი ფიგურირებს კი, მაგრამ ისმის კითხვა_ სად იყო თოკი? თან არავის წაუღია. იცით მაინც წყალში ადამიანი უჟანგბადოდ რამდენ ხანს ძლებს? სოფი დინებამ რომ გადაიყოლა, მასწავლებელს არც გაუგია. ვერც ბავშვები მიხვდნენ რა მოხდა. ელოდებოდნენ ამოვაო…

 

თქვენი აზრით ორ წუთში მოიკითხა ვინმემ? ყველანაირი დრო ამოიწურა, როცა გაიგეს რაც მოხდა და მოიკითხეს ბავშვი. მერე იმ ადგილს ვერც მიუახლოვდა ვასიკო და დაიწყეს თოკის მოძიება. როდის იშოვეს…სად მიდიოდა? ნახევარ და ერთ საათს ცოცხალი იქნებოდა ჩემი შვილი? წელზე მოიბა, ეცადა და გამოათრიეს უკან.

 

ეს უნდა ჩავუთვალოთ რაში? ეს ხო მოვალეობა იყო მისი პირდაპირი. რატომ არ ჩაყვა ბოლომდე? უი,სიკვდილის შეეშინდა?! და განიცადესო რომ წერთ უნამუსოებო, არც უნდა განეცადათ?

 

თქვენ გულგრილობის მუხლი, იმდენად სულელები გგონივართ, მერე რომ განიცადეს, იმაში გინდათ აურიოთ და საზოგადოებასაც ასე არეულად მიაწოდოთ?!

 

რა თქმა უნდა ცუდად გახდა ლალი და ვაიმე, ფეხი ტკიოდა ვასიკოს?! ნორმალურები თუ ხართ ალბიონელებო?! მოკეტეთ და კანონი აკანონეთ“, – წერს ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული სოფი ნიკოლეიშვილის დედა.

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სკოლა „ალბიონის“ პედაგოგებს გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა.

 

ექსკურსიაზე დაღუპული მოზარდის საქმეზე პედაგოგები ბრალს არ აღიარებენ.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +