23:31 | 2020-03-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ვახტანგ გომელაური – დღევანდელი მდგომარეობით, დანაშაულის კლება შეინიშნება, რაც ხმამაღალ განცხადებად არ ჩამითვალოთ, ვფიქრობ, პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია

ვახტანგ გომელაური – დღევანდელი მდგომარეობით, დანაშაულის კლება შეინიშნება, რაც ხმამაღალ განცხადებად არ ჩამითვალოთ, ვფიქრობ, პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია

საქართველოში კრიმინალის კლების ტენდენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საუბრობს. ის ამ ფაქტს, პოლიციელთა განსაკუთრებულ მობილიზებას უკავშირებს.

 

„მე ვიტყოდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო მდგომარეობაზე 3 კვირის წინ გადავიდა და გაორმაგებულია პოლიციელთა რაოდენობა.

 

დღევანდელი მდგომარეობით, დანაშაულის კლება შეინიშნება. ხმამაღალ განცხადებად არ ჩამითვალოთ. ვფიქრობ, პოლიციელთა გაორმაგებამ გამოიწვია დანაშაულის კლება“,- განაცხადა გომელაურმა.

 

დღეს, შს მინისტრი მარნეულის მუნიციპალიტეტთან არსებულ ბლოკპოსტთან იმყოფებოდა. მან ადგილზე საკარანტინო რეჟიმის აღსრულებაზე მომუშავე პირებთან შეხვედრა გამართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს ის ვრცლად ესაუბრა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები