11:25 | 2021-01-22 ავტორი: Prime Time

მოიხსნება კომენდანტის საათი, გაიხსნება ბაზრობები, კაფე-ბარები… – რა რეგულაციების მოხსნას გეგმავს თვის ბოლოს ხელისუფლება (Exclusive)

მოიხსნება კომენდანტის საათი, გაიხსნება ბაზრობები, კაფე-ბარები… – რა რეგულაციების მოხსნას გეგმავს თვის ბოლოს ხელისუფლება (Exclusive)

იანვრის ბოლოს ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებული მთელი რიგი რეგულაციების მოხსნას გეგმავს, ამის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

 

ჩვენი ინფორმაციით, გარკვეული რეგულაციების დაცვით, იანვრიდან გაიხსნება რესტორნები და კაფე-ბარები. ასევე, მუშაობას განაახლებენ ბაზრობები, მოიხსნება კომენდანტის საათიც. ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვა ტრანსპორტზე. შემსუბუქდება ქორწილებსა და ქელეხებზე დაწესებული შეზღუდვები.

 

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემპრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობა მკაცრად გაკონტროლდება.

 

მისივე თქმით, შეზღუდვის მოხსნა პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვას არ ეხება.

 

„იანვრის ბოლოდან მოლები, ბაზრობები, მაღაზიები გაიხსნება. რამდენადაც ვიცი, კომენდანტის საათიც მოიხსნება. რაც შეეხება ტრანსპორტს, იგეგმება მისი რეგულარული ამუშავება, ტრანსპორტში იქნება “რეგულატორი”, რომელიც მგზავრთა რაოდენობას გააკონტროლებს, რათა ტრანსპორტი გადავსებული არ იყოს. რას გულისხმობს ტრასპორტის ეტაპობრივი ამუშავება, ამას ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს.

 

პირველი თებერვლიდან უნდა გაიხსნას რესტორნები, კაფეები და ბარები, თუმცა იქნება დაცული დისტანცია და შეიზღუდება იქ მიმსვლელთა რაოდენობა. მკაცრად იქნება მოთხოვნილი ადამიანებისგან პირბადის ტარება, დისტანციისა და დეზინფექციის დაცვა.

 

ქორწილებსა და ქელეხებს რაც შეეხება, შესაძლოა, ამ შეზღუდვის შემსუბუქებაც მოხდეს.

 

კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეგულაციების მოხსნის შემდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება? კახაძე გვპასუხობს:

 

„ინფიცირებულების მომატების შემთხვევაში, მოხდება ის, რაც გააკეთა დანიამ, ბელგიამ, ისრაელმა – ჩავიკეტებით. ხომ ხედავდით, რა ხდებოდა ჩინეთში. დაწესდება მკაცრი შეზღუდვები, რადგან ჩვენ სხვა ქვეყნებისგან არ განვსხვავდებით“, – განაცხადა კახაძემ.

 

იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არაპროგნოზირებადი ეპიდსიტუაცია, შესაძლოა, იანვრის ბოლოს დაგეგმილი რეგულაციების შემსუბუქებაზე ხელისუფლებამ უარი თქვას. 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

 

ავტორი: Prime Time


X