fbpx
20:43 | 2021-01-10 ავტორი: Prime Time

მოიხსნება თუ არა 16 იანვრიდან შეზღუდვები – რას ამბობს ამირან გამყრელიძე

მოიხსნება თუ არა 16 იანვრიდან შეზღუდვები – რას ამბობს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 16 იანვრიდან შეზღუდვების შემსუბუქება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

 

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სერიოზულია.

 

საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას განიხილავენ - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე
2021-01-10საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანას განიხილავენ - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე

 

„წინასწარ ვერაფერს გეტყვით, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. 1 143 შემთხვევა, რაც დღეს გვაქვს, გუშინ გვქონდა ორიათასი, შემთხვევების ეს რაოდენობა ჩვენი ქვეყნისთვის არ გახლავთ ცოტა, ეს სერიოზული ციფრია, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივეცემით თვიდამშვიდებას, თითქოს ქვეყანაში ვითარება კარგია და შეგვიძლია, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

 

არა, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სერიოზული რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზულად გაუმჯობესდა, მაინც მოითხოვს ღრმა ანალიზს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ ავჩქარდებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში.

ავტორი: Prime Time
X