19:55 | 2020-06-26 ავტორი: Prime Time

მოჰკიდეს ქეჩოში ხელი და ათრიეს მთელ ეზოში… – რა ჩვენება მისცა გამოძიებას შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა

მოჰკიდეს ქეჩოში ხელი და ათრიეს მთელ ეზოში… – რა ჩვენება მისცა გამოძიებას შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა

გარდაცვილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შაქარაშვილთან რაიმე სახის შეხება არ ჰქონია.

 

უფლებადამცველი „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუს დროს ბარბაქაძის ჩვენებას იხსენებს, რომლის მიხედვითაც ადვოკატი მის ბრალეულობას გამორიცხავს.

 

გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ თენგო ბარბაქაძე აგარაკის გარეთ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, რომელიც რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა იმ დაპირისპირებაში გიორგი შაქარაშვილი არ ყოფილა.

 

ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ ინციდენტის დროს მარიხუანა მოწიეს - Exclusive-ი შაქარაშვილის საქმეზე
2020-06-26ეს ჩანაწერი ადასტურებს, რომ ინციდენტის დროს მარიხუანა მოწიეს - Exclusive-ი შაქარაშვილის საქმეზე

 

„მე მოგიყვებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რას ყვება და მისი მოყოლილი როგორ შეესაბამება იმას, რაც გუშინ ვიდეოჩანაწერების დათვალიერების შემდეგ ვნახეთ.

 

დაპირისპირება დაიწყო ჯერ კიდევ აგარაკის შიდა ტერიტორიაზე. თენგო იყო შიგნით და მოესმა იუბილარი გოგონას ხმა რომ გაჩერებულიყვნენ. როცა გარეთ გამოვიდა, დაინახა, რომ რამდენიმე პიროვნება, დაახლოებით 5-6 კაცი მის მეგობარს ურტყავდა.

 

ამ დროს, როგორც ის მიყვება, მოკიდეს ქეჩოში ხელი და ათრიეს მთელ ეზოში. მან მიიღო დაზიანება ფეხზე და ხელზე. შემდეგ ფორთხვა-ფორთხვით წავედი მანქანამდეო, რამდენიმე მეგობარი ჩავსხედით ამ მანქანაში და გავეცალეთ ტერიტორიასო.

 

ეს ავტომობილი იყო ტატიაშვილის. როგორც ტატიაშვილმა განაცხადა, ის არ იღებდა მონაწილეობას ამ დაპირისპირებაში. მე დავრწმუნდი ამაში, როდესაც ვნახე ხიდთან ჩანაწერი, ტატიაშვილი არ იღებს მონაწილეობას ფიზიკურ დაპირისპირებაში.

 

შემდეგ ისინი გამოემართნენ თბილისისკენ მანქანით. თბილისის მისადომებთან ​ორმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ ისევ იქ იყვნენ, ჩაგრავდნენ და მათზე ფიზიკური ზეწოლა მიდიოდა.

 

ამის შემდეგ მათ მოაბრუნეს მანქანა და უკან დაბრუნდნენ. დაბრუნების მომენტში დაინახეს ის ხალხი, რომლებმაც მათზე იძალადეს. გააჩერეს ავტომობილი და იქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც მაქსიმუმ 25-30 წამის განმავლობაში გაგრძელდა. შემდგომ ჯდებიან ავტომობილში და მოდიან თბილისის მიმართულებით.

 

რაც შეეხება შაქარაშვილს, გეტყვით, რომ შაქარაშვილს არანაირ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება ხიდის ეპიზოდს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ იქ შაქარაშვილი საერთოდ არ უნახავს.

 

რომც დაენახა, მასთან ვერც ექნებოდა რაიმე კონფლიქტი, იმიტომ რომ ის არ იყო კონფლიქტის მონაწილე და არც გამოუხატავს რაიმე აგრესია,“ – ამბობს გიორგი ფოფხაძე.

 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს.

 

რა ჩანს ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მტკიცებულებაა
2020-06-26რა ჩანს ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მტკიცებულებაა
ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X