fbpx
09:59 | 2020-11-23 ავტორი: Prime Time

“მოგიწოდებდით პირბადეები არ გინდათ-თქო, მაგრამ მაშინ სხვა ვითარება გვქონდა” – რატომ შეიცვალა აზრი ექიმმა არჩილ მარშანიამ?

“მოგიწოდებდით პირბადეები არ გინდათ-თქო, მაგრამ მაშინ სხვა ვითარება გვქონდა” – რატომ შეიცვალა აზრი ექიმმა არჩილ მარშანიამ?

ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში პანდემიის დროს პირბადის ტარების მნიშვნელობა საუბრობს.

 

მარშანიამ ისიც გაიხსენა, რომ გაზაფხულზე ვირუსთან ბრძოლაში პირბადის ტარების არაეფექტურობაზე საუბრობდა, თუმცა დღეს ვითარება სხვაგვარია და მან აზრი შეიცვალა.

 

„- თქვენ არ იყავით ნიღბები არ გინდათო რომ ამბობდით?!
– კი ჩვენ ვიყავით.

 

საერთოდ ზოგადი რეკომენდაციის გაცემის შეფასებისთვის, უნდა
ვიცოდეთ მინიმუმ ექვსი რამ:

 

1 – მტკიცებითი მედიცინის საფუძვლები;

 

2 – სამეცნიერო კომუნიკაციის არსი;

 

3 – წყაროთა სანდოობის იერარქია;

 

4 – რისკის და სარგებელის შეფასება;

 

5 – ამა თუ იმ დაავადების გადაცემის გზა;

 

6 – ეპიდსიტუაციის სიმწვავე.

 

საზოგადოებისთვის (სამედიცინო პერსონალისთვის სხვა რეკომენდაციებია, სხვადასხვაა და მათი არევა არ შეიძლება) ზოგადი რეკომენდაციების გაცემა ხდება არა იმის მიხედვით, თუ რა არის ზოგადად ყველაზე ეფექტური, არამედ რა არის ეფექტური და მარტივად შესრულებადი იმ კონკრეტული სამიზნე საზოგადოებისთვის.

ანუ მაგალითად ნებისმიერი რესპირატორული ვირუსისგან ყველაზე ეფექტური თავდაცვა არის სკაფანდრი და ნეგატიური წნევის მქონე ბოქსირებული პალატები, ეს არ ნიშნავს იმას რომ მოსახლეობას სკაფანდრების შეძენა მოვთხოვოთ და სახლების ვენტილაციის ცვლილებები, არამედ ნიშნავს იმას, რომ რეკომენდაციები მოვარგოთ მოსახლეობის შესაძლებლობებს და იმ კონკრეტულ დროში ეპიდსიტუაციის სიმწვავეს, რისკისა და სარგებელის შეფასებით.

 

ერთეული ექსპერტების და სტატიების ფონზე რაიმე დასკვნების გაკეთება, ნონსენსია, ექსპერტის მოსაზრება კარგია, მაგრამ მტკიცებითი მედიცინა იმიტომ არის ყველაზე სანდო და ეფექტური, რომ სანდოობის იერარქიას იცნობს და ამ იერარქიაში ექსპერტის მოსაზრება ბოლო ადგილზეა – ყველაზე დაბალი სანდოობაა.

ნებისმიერ რეკომენდაციამდე ფასდება მისი სავარაუდო ეფექტურობა, ანუ იზომება რისკი და სარგებელი, რადგან ნებისმიერ ქმედებას, მათ შორის ნიღბის ტარებასაც კი შესაძლოა ჰქონდეს რაღაც რისკი (ოღონდ ის რისკი არა რომ ჯანმრთელობას ვნებს, არ ვნებს, ბოდვაა ეგ. მაგალითად მაგის თეორიული რისკი შეიძლება იყოს ის, რომ ფსევდოუსაფრთხოების შეგრძნება შექმნას და სხვა რეკომენდაციები ცუდად შეასრულო).

 

არსებობს დაავადებების გადაცემის უამრავი გზა, ერთ-ერთია ჰაეწვეთოვანი.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას როდესაც ვლაპარაკობთ, ვმღერით, ვსუნთქვავთ, ვყვირით, ამ დროს როდესაც ჩვენი პირიდან და ცხვირიდან გამოიფრქვევა დორბლები, ამ დორბლებს მოყვება მასში შეწონილი ნაწილაკები და ასნებოვნებს სხვას.

ეპიდსიტუაცია შეიძლება იყოს სხვადასხვა: მართვადი, მწვავე, კრიტიკული.

როდესაც ძალიან მწვავეა სიტუაცია, ნებისმიერ ქმედებას და რამდენიმე ინფიცირებულის აღმოჩენა ან ერთეული გადაცემების შემცირებაც კი მნიშვნელოვანია, რადგან დატვირთვა დიდია კლინიკებზე და არის მძიმე სიტუაცია.

ხოლო როდესაც მართვადია სიტუაცია და ვთქვათ არ არის გავრცელება დიდი, მაგ შემთხვევაში უფრო მეტი არეალია სამუშაოდ და გადაწყვეტილებაც სხვანაირად მიიღება რადგან რისკი და სარგებელის შეფასება სხვაგვარია ცხადია.

 

ანუ მარტივად რომ ვთქვათ ეპიდემიის დასაწყისში მართვისთვის ერთი რეკომენდაცია შეიძლება იყოს საჭირო, ერთი მიზნით, ეპიდემიის გამწვავებისას ეს რეკომენდაცია შესაძლოა საერთოდ არ იყოს საჭირო ან მიზანი შეიცვალოს, ან სულაც რადიკალურად სხვა მიდგომა დაგჭრდეს.

 

როდესაც ნიღბების ტარების რეკომენდაციები არ გაიცემოდა მაშინ გვქონდა შემდეგი სიტუაცია:

ახალი კორონავირუსი გვეგონა ბანალური რესპირატორული, თუმცა აქამდე უცნობი ვირუსი, უბრალოდ მაღალი გავრცელებით;

 

  • ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი გადაცემის ყველა სავარაუდო გზა;
  • ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი რა წილი მოდიოდა ასიმპტომურ მიმდიარეობაზე;
  • ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი რა წილი მოდიოდა ასიმპტომურ გადაცემაზე;
  • ეპიდსიტუაცია იყო მართვადი და იყო ნაკლები გავრცელება;
  • ბაზარზე იყო ნიღბების დეფიციტი, ეს დეფიციტი კი ყველაზე მძიმედ აისახებოდა მათზე, ვისაც იმ დროს ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა – სამედიცინო პერსონალზე.

 

რა ხდება ახლა:

 

  • ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ვირუსზე, თუმცა ვიცით რომ აშკარად არ არის ბანალური რესპირატორული ვირუსი;
  • გადაცემის ძირითადი გზა არის წვეთოვანი;
  • ვირუსის გადაცემის რაღაც წილი მოდის ჰაეროვან გადაცემაზე, ანუ მსხვილი წვეთების გარდა, ჰაერში შეწონილი მცირე ნაწილაკები რჩებიან ჰაერში გარკვეული დროის განმავლბაში და შეიძლება ადამიანმა ის ჩაისუნთქოს, განსაკურებით ზამთარში, როდესაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ნაკლებია და ჰაერი ნაკლებად მშრალი, შესაბამისად წვეთებში შეწონილი ვირუსი უფრო დიდხანს რჩება „ცოცხალი“.
  • ვიცით რომ მიშვნელოვანია ვირუსის დოზა, დიდი დოზით ვირუსის მიღება დაკავშირებულია დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასთან;
  • ვიცით რომ დაავადების მიმდინარების დიდი წილი მოდის ასიპტომურ ან მსუბუქ მიმდინარეობაზე, თუმცა ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება;
  • ვიცით რომ ადამიანი გადამდებია პრესიმპტომურადაც, სიმპტომებამდე ორი დღით ადრეც;
  • გვაქვს მძიმე ეპიდსიტუაცია, ჯანდაცვის სექტორი გადატვირთვის პიკზე მუშაობს;
  • ვიცით რომ ასიმპტომური ინფიცირებულები. არიან გავრცელების წყარო;

ბაზარზე აღარ არის ნიღბების დეფიციტი.

 

  • თქვენ არ იყავით ნიღბები არ გინდათო რომ ამბობდით?!
    – კი, გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიყავით“,- წერს მარშანია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X