15:59 | 2020-03-27 ავტორი: Prime Time

მოერიდეთ ტანსაცმლისა და თეთრეულის დაბერტყვას – რეკომენდაცია კორონავირუსის პრევენციისთვის

მოერიდეთ ტანსაცმლისა და თეთრეულის დაბერტყვას – რეკომენდაცია კორონავირუსის პრევენციისთვის

მოერიდეთ ტანსაცმლისა და თეთრეულის დაბერტყვას. სანამ ვირუსი მიკრულია ფოროვან ზედაპირზე, იგი ინერტულია. განსხვავებულია მისი დაშლის დრო განსხვავებულ ზედაპირზე. ქსოვილზე – 3 საათი, სპილენძი და ხე – 4 საათი, მუყაო – 24 საათი, მეტალი – 42 საათი, პლასტმასი – 72 საათი. დაბერტყვისას ვირუსის მოლეკულები 3 საათს დაფრინავენ ჰაერში და შეიძლება ჩვენს ცხვირებში შეაღწიონ – ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ და იძლევა რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები ვირუსით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

 

  • ვირუსის მოლეკულები სტაბილურნი არიან ბუნებრივ ან ხელოვნურად შექმნილ სიცივეში (კონდიციონერები სახლსა თუ ავტომობილში). სტაბილურობისათვის ასევე საჭიროებენ სინოტივესა და სიბნელეს. მშრალ, თბილ და განათებულ გარემოში სწრაფ დეგრადაციას განიცდიან.

 

  • ძმარი არ გამოდგება ვირუსთან საბრძოლველად, რადგან ვერ შლის ვირუსის დამცავ ცხიმის ფენას.

 

  • არც არაყი გამოგადგებათ. ყველაზე ძლიერი არაყი 40% სპირტს შეიცავს, ვირუსთან საბრძოლველად მინიმუმ 65% სპირტის შემცველობაა საჭირო.

 

  • რაც უფრო ლიმიტირებულია სივრცე, მით უფრო მაღალი იქნება ვირუსის კონცენტრაცია, რაც უფრო დიდი და განიავებულია გარემო, ცხადია, ნაკლები.

 

 

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში COVID -19-ისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. 

 

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები