23:06 | 2021-09-26 ავტორი: Prime Time

მოძღვარმა მითხრა, გირჩევ აღსარებაში თქვა, რომ დიდი შეცდომა დაუშვიო – რაზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი

მოძღვარმა მითხრა, გირჩევ აღსარებაში თქვა, რომ დიდი შეცდომა დაუშვიო – რაზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს და პარიზში, სტუდენტობის დროს გატარებულ წლებს იხსენებს.

 

პრემიერმა „იმედის“ გადაცემაში გაიხსენა დრო, როცა ის პარიზში ცხოვრობდა.

 

„მაშინ ახალი მომხდარი იყო ვარდების რევოლუცია. მაშინ პარიზში სტუდენტი ვიყავი, წავედი საელჩოში და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს და შემდეგ მოძღვარმა მითხრა, რომ გირჩევ აღსარებაში თქვა, რომ დიდი შეცდომა დავუშვიო, რადგან ვერ აცნობიერებ ჯერ რამხელა საფრთხის მოტანა შეუძლია ამ ადამიანსო. მაშინ ყველას გვინდოდა ცვლილება, მით უმეტეს ვცხოვრობდი პარიზში და მახსოვს აქ რაც ხდებოდა ეს ახალგაზრდული გაუცნობიერებელი ემოცია იყო“,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X