15:10 | 2020-03-25 ავტორი: თამთა თორდია

ატყდა აჟიოტაჟი და დაიტაცეს აფთიაქებიდან მედიკამენტი – იმნაძე ანტიმალარიულ პრეპარატზე

მოდით, მკურნალობა მივანდოთ მათ, ვისაც ეს ეხება, – ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

 

    • „დასახელება მედიკამენტის მედიაში იწვევს იმას, ანტიმალარიული საშუალების დასახელებას რაც მოჰყვა. ატყდა აჟიოტაჟი და დაიტაცეს აფთიაქებიდან მედიკამენტი, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, თუ არ იცის როდის არის მისი გამოყენება საჭირო.
    • ამიტომ მოდით მივანდოთ ეს საქმე პროფესიონალების გუნდს, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს და რომელიც ადგენს ამ პროტოკოლებს. მივანდოთ საქმე თავის მცოდნე ადამიანებს. მათ გადაწყვიტონ მედიკამენტების საკითხები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

     

პაატა იმნაძე გირჩევთ რომელი წამალი უნდა დალიოთ სიცხის დროს
2020-03-25პაატა იმნაძე გირჩევთ რომელი წამალი უნდა დალიოთ სიცხის დროს
ავტორი: თამთა თორდია

დატოვე კომენტარი