fbpx
22:43 | 2020-06-01 ავტორი: თამარ გონგაძე

“მოდიოდა ნინო მთებით” – “თითქოს ფანჯარა გაიღო და სუფთა ჰაერი შემოვიდა” – ანა კალანდაძის ლექსის ისტორია

“მოდიოდა ნინო მთებით” – “თითქოს ფანჯარა გაიღო და სუფთა ჰაერი შემოვიდა” – ანა კალანდაძის ლექსის ისტორია

1 ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს, არაფერი უხდება ისე, როგორც ანა კალანდაძის ულამაზესი ლექსი – “მოდიოდა ნინო მთებით”… ლექსი სკოლაში ისწავლება, გამოსათქმელად საამო და ფაქიზი სიტყვები, მის დაზეპირებას, აიოლებს, თუმცა ულამაზეს ფრაზებში დაგებული ქვეტექსტები გაცილებით ღრმაა, ვიდრე მას მოზარდის გონება წვდება. 

 

ლექსი 1945 წელს არის დაწერილი და მის ავტორსაც, მიუხედავად იმისა, რომ პოეზიის დედოფალი უწოდეს, საკმაოდ რთული შემოქმედებითი გზის გავლა მოუხდა, ისეთივე ქარიშხლიანის, როგორიც მისი თოვლიანი ჯავახეთის “ტყეებში ბღაოდნენ.”

 

მე რომ რობერტ სტურუა ვიყო, რუსეთში ...

 

ანა კალანდაძე და პოეტი ვახტანგ ჯავახაძე მეგობრობდნენ. ანას, ლექსების გამოქვეყნებაზე, არასდროს უაქტიურია. პირიქით, პოეტს არ ყვარებია, როდესაც მის ლექსებს ეცნობოდნენ. ერთ-ერთი, ვისაც პოეზიის დედოფლის პოეზია სააშკარაოზე გამოჰქონდა, ვახტანგ ჯავახაძე იყო, რომელიც გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” მხატვრული ლიტერატურის რედაქციის რედაქტორი იყო.

 

2020-05-29"დონ კიხოტის თამაში მინდოდა, მაგრამ კახიმ წამართვა" - 87 წლის ჯემალ ღაღანიძის ინტერვიუ საწოლიდან

 

ვახტანგ ჯავახაძე: – ანა კალანდაძემ მწერალთა კავშირში პირველი ლექსები რომ წაიკითხა, 1946 წლის 25 მაისს და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმ ლექსებში იყო “მოდიოდა ნინო მთებით”. დიდი პოეტი იყო, რომლის ძირითადი წყაროც რელიგიური და ისტორიული თემები იყო.

 

წარმოდგინეთ, 1946 წელი, სოციალისტური იმპერიალიზმის პრინციპებზე დაწერილი ლექსები და უცებ, მოულოდნელად “მოდიოდა ნინო მთებით” – თითქოს ფანჯარა გაიღო და სუფთა ჰაერი შემოვიდა ოთახში!

 

ეს ლექსი არ აუკრძალავთ, თუმცა 1946 წელს მოსკოვში მიიღეს დადგენილება ლიტერატურის შესახებ და ანას ლექსებს დიდხანს არ ბეჭდავდნენ. 1951 წელს დაიბეჭდა კალანდაძის ორი ლექსი ლენინზე.

 

1960 წელს, ლექსები ჩემთან რომ მოიტანა სარედაქტოროდ, ლირიკული ლექსების გვერდით იყო ლექსები ლენინზე, სტალინზე და მე ამოვიღე. მაშინ კარგად არ ვიცნობდი ანას. სიტუაციაც დამთბარი იყო და ამ ლექსების ამოღება გავბედე, სულ 15 ლექსის.

 

გავიდა წლები და მითხრა, შენ რომ ლექსები ამომიღე, ისეთი შეგრძნება მქონდა, პატიმარს სიკვდილი რომ აქვს მისჯილი და სახლში წადიო, რომ გამოუცხადებენ და არ სჯერა, აი, ასეთიო.

 

გია მურღულია - განათლების სისტემის ...

 

ფილოლოგი გია მურღულია ანა კალანდაძის ლექსის დინამიკასა და სიმბოლოებს განიხილავს.

 

გია მურღულია: – ნინო ჩემთვის მნიშვნელოვანი სახელია, ჩემს შვილს ჰქვია და ისე მომწონს და ადრე ისეთი რადიკალური ვიყავი, ვამბობდი, ყველა გოგოს ეს სახელი უნდა ერქვას-მეთქი.

 

ნინო ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, ის ქართლის განმანათლებელია. მასთან არის დაკავშირებული გზა საქართველოსთვის და საქართველოსკენ. ანა კალანდაძის ამ ლექსში სწორედ ეს დინამიკა მომწონს. საქართველოსკენ მოდის სინათლე. მოთხრობილია, როგორ მოაქვს ეს სინათლე ნინოს გასაჭირით. ერთი მხრივ გზის სირთულეა, მეორე მხრივ იმ ადამიანთა გაუთვითცნობიერებლობა, რომლებიც მას აქ ხვდებიან. ისინი მოკლებულნი არიან იმას, რის გამოდმოსაცემადაც მოისწრაფვოდა ნინო.

 

ასევე საინტერესოა ის გადმოცემა, რაც საქართველოს გაქრისტიანებასთან არის დაკავშირებული, თავის ახსნას ითხოვს და შორეულ, თუ ახლობელ ექოდ მოსდევს ამ ლექსს. ეს არის თხოთის მთის მისტერია, როდესაც მირიან მეფეს მზე დაუბნელდა, ევედრებოდა თავის ღმერთებს რომ განათებულიყო, მაგრამ ამაოდ, შემდეგ გაიხსენა ნინოს ნაქადაგები ღმერთი – იესო და მზეც აინთო.

 

„დედა დამესიზმრა, რამდენჯერმე...“ - როგორ ესიზმრება თიკა მახალდიანს მოკლული დედა
2020-05-29„დედა დამესიზმრა, რამდენჯერმე...“ - როგორ ესიზმრება თიკა მახალდიანს მოკლული დედა

 

არის მნიშვნელოვანი მომენტები, რომელიც უნდა გაითავისოს ადამიანმა, რომ კარგად გაიგოს ეს გადმოცემა. მთა ძველი სიმბოლოა. ეს ყველაზე ძველი ადგილია მიწაზე, ყველაზე ახლოსაა ცასთან. ამიტომ ამაღლებული ცნობიერების და სიწმინდის განსახიერებაა. მთაზე ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამეები სახარებაში, პირველი ქადაგება, ფერისცვალება, ამაღლება, ჯვარცმა. ეს ყველაფერი მთასთან არის დაკავშირებული.

 

მნიშვნელობა იყო ისიც, რომ მირიან მეფე სანადიროდ იყო წასული. ნადირობა აღმოსავლურ კულტურაში მოსაძიებლად წასვლას ნიშნავს. მირიანი მიდის რაღაცის მოსაძიებლად და პოულობს იმას, რასაც ეძიებს – ჭეშმარიტებას.

 

დიდი მნიშვნელობა აქვს მზესაც და მის დაბნელებასაც. როგორც თეოლოგები განმარტავენ, მზე ხილული ხატია ღვთისა. დიონისე არიობაგელი წერს, ნათელ საცნაურ სახიერებისა იწოდებისო. ანუ მზე ნათელის შესაცნობი სიკეთეაო. სახიერი ძველქართულად კეთილს ნიშნავს. სიკეთე ღვთის უწინარესი ატრიბუტია.

 

მისი კლიპთან შედარება, არასწორია
2020-06-01მისი კლიპთან შედარება, არასწორია" - "უცნობის" "მატარებლის" რემიქსს ბასა ფოცხიშვილი აფასებს

 

მოკლედ, როდესაც მირიანი სანადიროდ მიდის, ამ მისტერიაში სიმბოლოები იყრის თავს. არსებობს ფიზიკური მზე, რომელიც ღმერთის შექმნილია და არსებობს შეუქმნელი მზე, ანუ სიმართლის მზე – იესოს სახელი. აი, ამ ყველაფრით არის ანა კალანდაძის ლექსი გაჟღენთილი, რომელიც ამ ყველაფერს მოზაიკური დინამიკით წარმოგვიდგენს.

 

ეს ლექსი ბევრისთვის საყვარელია, თუმცა შესაძლოა ბევრი ვერც შეიცნობდეს ამ ლექსის ყველა სიღრმეს. ის იდუმალი სინათლე და სიცხადე, რაც მასშია, ძალიან მომხიბვლელია ნებისმიერი ჩვენგანისთვის.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X