08:10 | 2021-10-15 ავტორი: Prime Time

„მოდერნას“ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენების რეკომენდაცია გაიცა

„მოდერნას“ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გამოყენების რეკომენდაცია გაიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების მრჩეველთა კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კორონავირუსის საწინააღმდეგო „მოდერნას“ ვაქცინის 65 წლიდან ასაკის, ვირუსის მძიმე ფორმით დაავადების ან დაინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებში გამოყენების რეკომენდაციას. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

 

რეკომენდაციის თანახმად, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით იმ ადამიანების აცრა უნდა მოხდეს, რომლებმაც ვაქცინის მეორე დოზა მინიმუმ 6 თვის წინ გაიკეთეს.

 

მათი განცხადებით, „მოდერნას“ ვაქცინის შესახებ არსებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ დამატებითი დოზა დამცავი ანტისხეულების რაოდენობას ზრდის.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X