
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილიზაციას და არჩევნების ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს“, – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კითხვას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების სურვილზე.
პრემიერის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის აქტივობა ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მობრძანდეს ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილიზაციას და არჩევნების ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს. ვერავინ და ვერაფერი საარჩევნო პროცესის ნორმალურ მშვიდ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ბრუნდება. გუშინ კი, საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს.
დღეს კი გრიგოლ ვაშაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.