00:59 | 2020-09-06 ავტორი: Prime Time

მკვლელობა თელავში – ვინ არის მოკლული მამაკაცი

მკვლელობა თელავში – ვინ არის მოკლული მამაკაცი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსპირში 47 წლის ვანო ხანჯალიაშვილი მოკლეს.

 

გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა, ცეცხსასროლი იარაღით, თავის არეში, სოფელ იყალთოში მცხოვრებმა პირმა მიაყენა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, კონფლიქტი ავტომანქანის შესყიდვაზე მოლაპარაკების დროს დაიწყო.

 

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ხანჯალიაშვილსა და მეორე პირს შორის, მანაქანის გასაყიდ თანხაზე შეუთანხმებლობას მოჰყვა. ადგილობრივები ყვებიან, რომ გარდაცვლილი ძმასთან ერთად, მოძველებულ მანქანებს ყიდულობდა და შეკეთების შემდეგ ყიდდა.

 

მკვლელობა ტაქსში მოხდა, რომლითაც კონფლიტის მონაწილე ორივე პირი გადაადგილდებოდა.

 

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X