18:10 | 2020-05-15 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

მკვლელობა, ნარკოტიკები, ქურდული სამყარო – ცნობილი ქართველი ვარსკვლავების კრიმინალური ისტორიები

მკვლელობა, ნარკოტიკები, ქურდული სამყარო – ცნობილი ქართველი ვარსკვლავების კრიმინალური ისტორიები

კანონი ყველასთვის ერთია და მასთან შექმნილი პრობლემების გამო, პასუხისგება უწევს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს.

 

ქართულ შოუ-ბიზნესში არაერთი ცნობილი ადამიანია, რომელსაც სხვადასხვა დროს სასჯელიც კი აქვს მოხდილი ამა თუ იმ დანაშაულისთვის.

 

გიორგი ნაზღაიძე

 

George Nazgaidze-ს ფოტო.

 

ალბათ ცოტა ადამიანმა იცის, რომ ყოფილი ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე, რამდენიმე წლის წინ მკვლელობის მცდელობისთვის იყო დაკავებული.

 

ამბობს, რომ ბიჭმა, რომელიც სცემა, მისი დაჭრა ცივი იარაღით სცადა, რის შემდეგაც ნაზღაიძე დააპატიმრეს.

 

48 საათიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ერთი დღე ბათუმის ციხეში დაჰყო, სასჯელი გადაუკვალიფიცირეს და საბოლოოდ ორწლიანი პირობითი აკმარეს.

 

 

კოტე ყუბანეიშვილი

 

კოტე ყუბანეიშვილი – Civil.ge

ცნობილმა პოეტმა კოტე ყუბანეიშვილმა ია ფარულავას გადაცემაში მისი ცხოვრების მთავარი საიდუმლო გამჟღავნა.

 

ყუბანეიშვილმა თქვა, რომ 19 წლის ასაკში სუფრაზე მომხდარი ჩხუბის გამო ახალგაზრდა ადამიანი მოკლა.

 

პოეტმა სასჯელიც მოიხადა, თუმცა მის ცხოვრებაში ეს პერიოდი ტრაგიკულად ახსენდება.

 

 

სოსო პავლიაშვილი

 

სოსო პავლიაშვილი მასზე გავრცელებულ ...

 

მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებდნენ ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის ოჯახის წევრები, მომღერალ სოსო პავლიაშვილს.

 

„პრაიმტაიმმა“ ჯერ კიდევ 2013 წელს გამოაქვეყნა სოსო პავლიაშვილის სიძის, ვახტანგ ჩხაპელიას მიერ გამოძიებისთვის მიცემული პირველადი ჩვენება, სადაც ის ამბობდა, რომ ადუაშვილის დასჯის სანაცვლოდ თანხა სოსო პავლიაშვილმა გადაუხადა, თუმცა მოგვიანებით ბრალდებულმა ეს ჩვენება შეცვალა და საქმესთან სოსო პავლიაშვილის კავშირი უარყო.

 

ადუაშვილის მკვლელობის შეკვეთის საქმეზე პროკურატურაში გამოძიება ცალკე წარმოებად ამჟამადაც გრძელდება.

 

 

აჩი ფურცელაძე

 

რუსეთში გადახვეწილი მომღერლის, აჩი ...

 

2007 წელს ლესელიძეზე ყაჩაღობა მოხდა, რა დროსაც პატრულის თანამშრომელი მამუკა გოგოლაძე მოკლეს.

 

ორგანიზებული დაჯგუფების წევრთა მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის დაფარვისა და შესაბამისი ორგანოებისთვის შეუტყობინებლობის ბრალდებით პოლიციამ მაშინ 8 პირი დააკავა, რომელთა შორის იყო მომღერალი აჩი ფურცელაძეც.

 

შსს-ს ოფიციალური განცხადებით, დაკავებულმა 8 პირმა დეტალურად იცოდნენ მომხდარის შესახებ.

 

ასევე იცოდნენ ეჭვმიტანილ პირთა წრე. მათ ბოროტმოქმედთა კონსპირაციულ ბინაში გადამალვის და დანაშაულის იარაღის მოსპობით გაუწიეს დახმარება დამნაშავეებს.

 

აჩი ფურცელაძემ ციხეში 6 თვე გაატარა, საპყრობილეს დატოვების შემდეგ ის რამდენიმე წლით მოსკოვში გაემგზავრა.

 

 

 

ლევან ჯიბღაშვილი

 

ნეტგაზეთი | რა დაგვანახა ...

 

ლევანი ჯიბღაშვილი, რომელიც მუდმივად ჯანსაღი ცხოვრების წესს ქადაგებდა, 2019 წლის აპრილში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, თუმცა მალევე 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

საქმის არსებითი განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

 

ლევან როსტოშვილი (როსტო)

 

არსებული ინფორმაციით ...

 

რეზონანსული გამოხმაურება მოჰყვა 2016 წლის მაისში ტელეწამყვან ლევან როსტოშვილის და მსახიობ ლაშა კურტანიძის დაკავებას.

 

2017 წლის მარტში „როსტოს“ ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის უკანონო შენახვა-შეძენისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

2017 წლის 5 ივნისს როსტოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომლის საფუძველზეც მას სასჯელის ვადა შეუმცირდა და 3 წელი განესაზღვრა.

 

2019 წელს ის ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

 

 

 

კახა მამულაშვილი (მამულიჩა)

 

კვირის პალიტრა - რატომ ...

 

2015 წლის ივლისში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით აეროპორტში ლელა წურწუმიას ქმარი, პროდუსერი კახა მამულაშვილი დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები.

 

შსს-ს ცნობით, მას  ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

 

მამულიჩამ საპყრობილეში რამდენიმე თვე გაატარა და ციხიდან 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუშვეს.

 

 

თემურ თათარაშვილი

 

კვირის პალიტრა - თემურ თათარაშვილი ...

 

მომღერალი თემურ თათარაშვილი 2006 წელს თბილისში, სანაპიროზე დააკავეს. თათარაშვილს ბრალად წაუყენეს ნარკოტიკების რეალიზაცია.

 

მოსამართლე მამუკა ნოზაძის გადაწყვეტილებით, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა რუსთავის N6-ე დაწესებულება 2008 წელს მოულოდნელად დატოვა, რის შემდეგაც თათარაშვილი სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრა.

 

 

კახა აბუაშვილი (კაბუ)

 

მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ ...

 

გასული წლის აპრილში სამართალდამცავებმა საფრანგეთში მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი „კანონიერ ქურდებთან“ ერთად დააკავეს.

 

გამოძიება „კაბუს“ ქურდული სამყაროსთან კავშირს ედავებოდა.

 

მან საფრანგეთის ციხეში რამდენიმე თვე გაატარა, რის შემდეგაც სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს. საქმის გამოძიება საფრანგეთში დღემდე მიმდინარეობს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, რეპერს საფრანგეთის დატოვების და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს.

 

 

ბექა ჩხაიძე

 

ბექა ჩხაიძე დაოჯახდა - ვინაა ...

 

მომღერალი ბექა ჩხაიძე წლების წინ ციხეში სიყვარულის გამო აღმოჩნდა.

 

2009 წელს ბექა ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილთან ნათია ჩხარტიშვილან ერთად გაიპარა, რომელიც მისი ბავშვობის სიყვარული იყო.

 

სკოლის დამთავრების შემდეგ მათ სხვა ადამიანებზე იქორწინეს, თუმცა ოჯახი ორივეს დაენგრა და წლების შემდეგ, როცა ერთმანეთს შეხვდნენ დაქორწინება გადაწყვიტეს, თუმცა საბოლოოდ მომღერალი ადამიანის მოტაცებაში დაადანაშაულეს და დააკავეს.

 

საპატიმროში მან ორი თვე გაატარა.

 

 

გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა)

 

ბახალა წინასწარი პატიმრობიდან ...

 

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის წარუდგინეს.

 

სამართალდამცავებმა 2017 წლის 25 იანვარს თბილისში დააკავეს. „ბახალა“ ამბობს, რომ ის არ დათანხმდა პოლიციასთან თანამშრომლობას ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ და ამიტომაც დააკავეს.

 

2017 წელს  სამართალდამცავებმა თურქეთიდან საქართველოში რეანომობილით უკანონოდ შემოტანილი 900 აბი ნარკოტიკული საშუალების საქმე გახსნეს და ორგანიზატორი დააკავეს. ორგანიზატორის ბრალდებით უწყებამ ირაკლი ქორიძე დააკავა, რომელიც გამოძიების ვერსიით, გიორგი გიორგანაშვილს და ვინმე ჯაბა ხულორდავას უცხოეთიდან ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანაზე შეუთანხმდა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები