11:53 | 2020-05-25 ავტორი: Prime Time

„მკვლელმა მოკლულს ფოტო გადაუღო და ოჯახს გაუგზავნა – დანაპირები აგისრულეთო“ – გურიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

„მკვლელმა მოკლულს ფოტო გადაუღო და ოჯახს გაუგზავნა – დანაპირები აგისრულეთო“ – გურიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურში მომხდარმა მკვლელობამ მთელი გურია შეძრა.

 

26 წლის ავთო კალანდაძე სასტიკად მოკლეს და როგორც ახლობლები ამბობენ, მკვლელმა მოკლულს ფოტო გადაუღო და ოჯახს გაუგზავნა.

 

ავთოს მშობლები საზღვარგარეთ ჰყავდა, მასზე კი მისი უფროსი და ზრუნავდა.

 

ოჯახს ახლობლის ვალი ჰქონდა. როგორც ამბობენ 30 000 დოლარის ოდენობით.

 

მკველობის მოტივად სწორედ ეს თანხა სახელდება.

 

მკვლელობამდე ბრალდებულმა ავთოს მამას შეტყობინება გაუგზავნა – ვალს თუ არ დამიბრუნებ შვილს მოგიკლავო.

 

როგორც ირკვევა მკვლელმა მას სანადირო თოფიდან ორჯერ ესროლა, წაქცეულს კი ფოტო გადაუღო და მის დეიდას გაუგზავნა – აი, დანაპირები აგისრულეთ, მოვკალი თქვენი ავთოვო.

 

„ავთოს მის ფულთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. არ მესმის, რა ვალისთვის უნდა ჩაუსაფრდე ადამიანს ეზოში და სრულიად უდანაშაულო მოკლა” – ამბობს ახლობელი.

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, გავრცელებული ინფორმაციით მკვლელი უკვე დაკავებულია.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X