20:40 | 2020-05-08 ავტორი: თეონა ყაჭიური

„მკვლელი ონავარი“, რომელიც აზიიდან ვრცელდება – „სიმპსონების“ მორიგი წინასწარმეტყველება

ანიმაციური სატელევიზიო შოუს, „სიმპსონების“ ავტორმა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ „Twitter“-ში დააზუსტა, რომ სერიალის ზოგიერთ ეპიზოდში 2020 წელს მიმდინარე მოვლენები იყო ასახული. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

 

პირველი წინასწარმეტყველება კორონავირუსს ეხებოდა, ახლა კი საუბარია „მკვლელ ონავარზე“, რომელიც აზიიდან ვრცელდება. ის უკვე დააფიქსირეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ცნობილია, „მკვლელი ონავარი“ მეფუტკრეობას ავნებს.

 

Murder Hornets,' with sting that can kill, lands in US - 660 NEWS
„მკვლელი ონავარი“

 

რა არის „მკვლელი ონავარი“

 

მწერი, რომელსაც „მკვლელ ჰორნეტსაც“ ეძახიან, აზიიდან მოდის. უკვე ვრცელდება ვიდეოები და ფოტოები, რამდენად უტევს იგი ჩრდილოეთ ამერიკას. როგორც წესი, იგი სხვა ფუტკრებს ერჩის და შესაძლოა, მათი მასიური დახოცვაც გამოიწვიოს. ამიტომ, ვარაუდობენ, რომ იგი საშიში იქნება მეფუტკრეობისთვის. მისი ნაკბენი ადამიანისთვის ძალიან მწარეა, თუმცა უფრო მეტად მწერი სხვა ფუტკრებს ერჩის. 

 

სერიალის ეპიზოდი, სადაც ვირუსის შესახებ არის საუბარი, 1993 წელს არის გადაღებული.

 

ამ ეპიზოდში იაპონიაში ასამბლეის ერთ-ერთი თანამშრომელი გრიპით დაავადდება. მოგვიანებით იგი ვირუსს გაავრცელებს.

 

ვირუსი მთელ ქალაქში ვრცელდებოდა, მათ შორის სიმპსონების ოჯახშიც. ეპიზოდში ასახულია, რომ ქალაქის მოსახლეობა შეშინებულია და მკურნალობისთვის წამალს ითხოვს.

 

ნახეთ, ეპიზოდი სატელევიზიო შოუდან ↓↓↓

 

 

„მშვენიერია, ვფიქრობ ჩვენ ეს გავაკეთეთ“,- წერს ერთ-ერთ ეპიზოდზე სატელევიზიო შოუს ავტორი სოციალურ ქსელში. მის ამ სიტყვებს უკვე 7 მილიონზე მეტი ნახვა და 373 000 მოწონება აქვს.

 

როგორც უცხოური მედია წერს, „სიმპსონებმა“ იწინასწარმეტყველეს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებაც.

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X