11:28 | 2020-08-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

მკვლელებმა ნებით თუ უნებლიედ მათ წინააღმდეგ სამხილი დატოვეს – მაია ორჯონიკიძე ბაჩალიაშვილის საქმეზე

მკვლელებმა ნებით თუ უნებლიედ მათ წინააღმდეგ სამხილი დატოვეს – მაია ორჯონიკიძე ბაჩალიაშვილის საქმეზე

„მხოლოდ თამარის პროფილის აღდგენა კი არა, კონკრეტულად ვინ წაშალა, ამის დადგენაც შეუძლიათ უპრობლემოდ! ასე რომ მკვლელებმა ნებით თუ უნებლიედ მათ წინააღმდეგ სამხილი დატოვეს!“, – „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და გულშემატკივარი, მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

 

სახლიდან გასვლის დროს მუქი, გარდაცვლილს კი თეთრი ფერის ზედა ეცვა - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
2020-08-01სახლიდან გასვლის დროს მუქი, გარდაცვლილს კი თეთრი ფერის ზედა ეცვა - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

 

„თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუკ-გვერდი მას მერე წაშალეს,რაც ოჯახმა მისი მკვლელობის საქმეში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვა მოითხოვა.

 

მაგრამ როგორც აქამდე არაერთხელ, ივანიშვილის რეჟიმის ზონდერებმა ის არ იციან, რომ:

 

  1. ფეისბუკის პროფილის სრული წაშლა შეუძლებელია,ის ცენტრალურ სერვერებზე ინახება და სურვილის შემთხვევაში ცუკერბერგის კანტორას ნებისმიერ დროს შეუძლია მისი ხილვადობის აღდგენა,რადგან სერვერებზე რუსული რეჟიმის მკვლელებს ცხადია ხელი არ მიუწვდებათ!

 

  1. მხოლოდ თამარის პროფილის აღდგენა კი არა, კონკრეტულად ვინ წაშალა, ამის დადგენაც შეუძლიათ უპრობლემოდ! ასე რომ მკვლელებმა ნებით თუ უნებლიედ მათ წინააღმდეგ სამხილი დატოვეს!

 

  1. რა დონის კრეტინი უნდა იყო,რომ თამარის პროფილის წაშლით ასე „დაიწვა“ თავი,თუმცა დროშის ვერდამკიდებლებისგან არაფერია გასაკვირი!

 

რაც შეეხება თამარის ლეპტოპის გახსნას, ის დიდი ხნის უკანაა გახსნილი და აქამდე ამას მხოლოდ იმიტომ არ აცხადებდნენ, რომ კომპიდან მათთვის საფრთხის შემცველი ფაილების ძებნა-წაშლას მოანდიმეს განვლილი დრო.

 

და მაინც ძალიან უნიჭო გარეწრები არიან. უხეშად,თეთრი ძაფით აქვთ შეკერილ-გადაკემსილი მთელი საქმე და ყოველ ფეხის ნაბიჯზე პროფესიონალისთვის სამხილებს ტოვებენ, რაც ამ ხელისუფლების დროს არა,მაგრამ მალე აუცილებლად გაუსკდებათ!“,- წერს მაია ორჯონიკიძე.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X