12:23 | 2020-07-30 ავტორი: Prime Time

VIDEO: მკითხა, ხომ არ გადავიხდიდი თანხას ბავშვთან ინტიმურ კავშირში… – შემთხვევა იტალიაში, რომელმაც ყველა შეძრა

VIDEO: მკითხა, ხომ არ გადავიხდიდი თანხას ბავშვთან ინტიმურ კავშირში… – შემთხვევა იტალიაში, რომელმაც ყველა შეძრა

იტალიაში, კარაბინერებმა დააკავეს 25 წლის მამაკცი, რომელიც პლაჟზე მყოფ ხალხს 2 წლის ბავშვთან სექსს სთავაზობდა თანხის ფასად.

“ახალგაზრდა მამაკაცმა მკითხა, ხომ არ გადავიხდიდი თანხას ბავშვთან სექსში, რომელიც ხელში ეკავა. გთხოვთ, იპოვეთ და დააკავეთ” – ასეთი შეტყობინება შევიდა პოლიციაში ტურისტისგან.

 

შემთხვევა რომთან ახლოს, ოსტიაში, ამერიგო ვესპუჩის სანაპიროზე მოხდა. დამნაშავე მალევე დააკავეს. ის წარმოშობით რუმინელი აღმოჩნდა.

 

დაკავებისას ხელში ეკავა 2 წლის ქერა ბავშვი. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ბავშვი მოტაცებულია. პატარას გაუწყლოების ნიშნები აქვს.

 

“არც ლაპარაკობს, არც ტირის, მხოლოდ წყალი დალია” – ნათქვამია ტექსტში, რომელიც სოციალურ ქსელში კარაბინერთა გვერდზე გავრცელდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X