16:20 | 2020-07-27 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

„მხოლოდ მკვლელობები, გაუჩინარებები… კარგი ქვეყანაში არაფერი ხდება, ხალხნო?“ – თამარ ივერის პროტესტი

„მხოლოდ მკვლელობები, გაუჩინარებები… კარგი ქვეყანაში არაფერი ხდება, ხალხნო?“ – თამარ ივერის პროტესტი

ცნობილი საოპერო ვარსკვლავი თამარ ივერი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარ აზრს სოციალური ქსელით ხშირად აფიქსირებს. ამჯერად ის მორიგ პოსტს აქვეყნებს.

 

„მაქვს შეგრძნება, რომ ქვეყანაში მხოლოდ მკვლელობები, გაუჩინარებები, დაჭრები, დასახიჩრებები, დახვედრები და ცემა-ტყეპები, დევნები, ერთმანეთისადმი ჩივილები და ა.შ ხდება.

 

ყოველდღიურ რეჟიმში მხოლოდ ამას გადმოსცემს “ქუდზე კაცი” ყველა საინფორმაციო არხი!! რაიმე კარგი ქვეყანაში არაფერი ხდება, ხალხნო?? თუ მხოლოდ დღის შოუების თემაა დადებით თემებზე საუბარი??

 

55 წლის მონიკა ბელუჩი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა - მისი ასაკი თვალშისაცემი პირველად გახდა
2020-07-2755 წლის მონიკა ბელუჩი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა - მისი ასაკი თვალშისაცემი პირველად გახდა

 

კომუნისტების დროს საინფორმაციო გამოშვების ნახევარი ეთერი ეთმობოდა სიახლეებს, მიღწევებს, სპორტს, კულტურას.

 

ახლა მხოლოდ დაჭრეს, მოკლეს, მკვდარი იპოვეს, გაუჩინარდა, უჩივლეს, სცემეს… ასეთ “კოზა-ნოსტრას” რეჟიმში ერთ ორ წელიწადში მივიღებთ ფსიქიკურად შერყეულ, ვამპირულ საზოგადოებას, რომელიც პირსისხლიან გიენას დაემსგავსება და მას მხოლოდ სისხლი დააინტერესებს და აღაგზნებს!!!

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა და მისმა გერმანელმა რჩეულმა საქართველო დატოვეს
2020-07-27ნიკოლოზ ბასილაშვილმა და მისმა გერმანელმა რჩეულმა საქართველო დატოვეს

 

აღარანაირი ხელოვნება, სპორტი, მიღწევები, პოლიტიკა, მედიცინა მას აღარ დააინტერესებს… მხოლოდ სისხლი, სიკვდილი და სისხლიანი საქმეები!! და ის მშვიდობიანი ადამიანები, ვინც ამ სისხლისადმი და ამ თემაზე პოლემიკისადმი ინფერენტულნი იქნებიან, სრულიად უინტერესონი და მოკვეთილნი გახდებიან ამ სისხლისმოყვარული “გიენების ხროვისთვის”! ამის ნიშნები უკვე გამოიკვეთილია როგორც მედიაში, ასევე სოცქსელებში!!

საით მივდივართ?..“

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X