10:42 | 2020-05-22 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

მხედრიონს ბოლო მოუღო და უამრავ ვაჟკაც მეომარს სახელი გაუტეხა – ემზარ კვიციანი გიორგი რურუაზე

მხედრიონს ბოლო მოუღო და უამრავ ვაჟკაც მეომარს სახელი გაუტეხა – ემზარ კვიციანი გიორგი რურუაზე

კგბ-ს მიერ მხედრიონში ჩანერგილებიდან ერთ-ერთი, რომელმაც ბოლო მოუღო მხედრიონს, თავისი ბოროტი საქციელებით – ასე აფასებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ემზარ კვიციანი გიორგი რურუას.

 

კვიციანი თავის მოსაზრებას სოციალურ ქსელში წერს.

 

ემზარ კვიციანის თქმით, გიორგი რურუა თავად უნდა იყოს დაინტერესებული ციხეში ჯდომით სამარტოო საკანში და ღმერთს პატიებას სთხოვდეს.

 

ვიღებთ კრიტიკას - „სირცხვილია“ „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტზე განმარტებას აკეთებს
2020-05-19ვიღებთ კრიტიკას - „სირცხვილია“ „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტზე განმარტებას აკეთებს

 

„კგბ-ს მიერ მხედრიონში ჩანერგილებიდან ერთერთი, რომელმაც მოუღო ბოლო მხედრიონს, თავისი ბოროტი საქციელებით.

 

უამრავ ნამდვილ ქართველ ვაჟკაც მეომარს გაუტეხეს სახელი ბოკერიასთან ერთად ! მხედრიონი გაისტუმრეს და შემდეგ ნაციონალური პარტია შექმნეს დღეს ევროპული საქართველოდ გადაკეთდნენ და ამ ყველაფერს თურმე ვინ უკვეთავდა და ვინ მფარველობდა კი გამოჩნდა!

 

კოკა მართალს იძახი ნამდვილად უშიშროების მხარდაჭერით შეძლო ამდენი უბედურების გაკეთება თორე რისი თავი ჰქონდა ! თავად უნდა იყოს დაინტერესებული ციხეში ჯდომით სამარტოო საკანში და ღმერთს პატიებას თხოვდეს ამდენი ქართველის ცოდვის გამო!

 

ღმერთმა უწყის არავისი ციხეში ყოფნა არ მინდა, მაგრამ შერჩევითი სამართალი ანგრევს ქვეყანას!“ – წერს ემზარ კვიციანი.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენტარი - +

X