12:48 | 2020-04-13 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

მყავდა პაციენტი, რომელმაც ტემპერატურა დამალა და დაბალი წნევის გამო გამოგვიძახა – სასწრაფოს ექიმი

მყავდა პაციენტი, რომელმაც ტემპერატურა დამალა და დაბალი წნევის გამო გამოგვიძახა – სასწრაფოს ექიმი

მყავდა პაციენტი, რომელმაც ტემპერატურა დამალა და დაბალი წნევის გამო გამოგვიძახა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსმა ექიმმა მაია ქურდაძემ „იმედთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

ექიმმა მეორე შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთ გამოძახებაზე მისულ ექიმებს სახლში ოჯახის სხვა წევრებიც დახვდნენ, რომლებსაც ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

 

„მყავდა ერთი პაციენტი, რომელმაც ტემპერატურა დაგვიმალა და 112-ში რეკავდა თითქოს დაბალი წნევა ჰქონდა.

 

აღმოჩნდა, რომ იყო ევროპაში მოგზაურობის ისტორიაც ჰქონდა.

 

ასევე ერთ გამოძახებაზე, გულის უკმარისობის პრობლემით მოგვმართა ქალბატონმა. როდესაც მივედით სხვა ოთახიდან მისმა შვილმა დახმარებისთვის გამოგვძახა.

 

აღმოჩნდა, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქოდნა და ეს ჩვენთვის არ უთქვამთ. ჩავბრუნდით მანქანაში, სპეც-ეკიპირება ჩავიცვით და ისევ ავბრუნდით მასთან“ – განაცხადა მაია ქურდაძემ.

 

🚑 🦠 რა გზას გადის ადამიანი, რომელსაც Covid-19-ის სიმპტომები აქვს

🚑 🦠 რა გზას გადის ადამიანი, რომელსაც Covid-19-ის სიმპტომები აქვს – 112-ის სასწრაფო დახმარებისა და ოჯახის ექიმის ეპიდემიის პირობებში მუშაობა#იმედისდილა #აქიმედია

Gepostet von TV Imedi am Sonntag, 12. April 2020

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა 266-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები