fbpx
13:12 | 2020-09-30 ავტორი: Prime Time

მკაცრად აგებთ პასუხს – დედა გეტირებათ – გიგი უგულავა

მკაცრად აგებთ პასუხს – დედა გეტირებათ – გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

 

გიგი უგუალავს თქმით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რამდენიმე დღის წინ თათბირი ჩაატარა და კონკრეტულ ჯგუფებს ხელშეუხებლობის გარანტია მისცა, რათა  ეძალადათ ოპოზიციის ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური არხების ჟურნალისტებზე.

 

„კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა ზონდერობას. პირდაპირ დავალება მისცა ოპოზიციის ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე და ტელევიზიებზე. ფორმულა, მთავარი, პირველი – პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს- დედა გეტირებათ“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

 

VIDEO – მარნეულში მიმავალ „ოცნების“ წარმომადგენელს მანქანა დააჯახეს და სასტიკად სცემეს

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X