11:03 | 2020-05-16 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მივესალმებით დღევანდელ შეწყალებას, ველით დაპირებულ ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში – ამერიკელი სენატორები

მივესალმებით დღევანდელ შეწყალებას, ველით დაპირებულ ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში – ამერიკელი სენატორები

„ოპოზიციის ორი ლიდერის შეწყალებით გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის”, – ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებაში.

 

 

„პოლიტპატიმრების გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან გასათავისუფლებლად.

 

მივესალმებით დღევანდელ შეწყალებას და ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას.

 

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რამაც საარჩევნო სისტემა უნდა გარდაქმნას და სასამართლოს საქმიანობაში დაასრულოს პოლიტიკური ჩარევა.

 

 

 

 

დღევანდელი გათავისუფლება ძლიერი სიგნალია მათთვის, ვინც ამ პროცესში ძალისხმევა გასწია და იმუშავა, რომ შეთანხმება ხელმოწერილიყო და პროგრესისთვის მიგვეღწია.

 

მომდევნო კვირებში, მას შემდეგ, რაც პარლამენტი სამუშაო რეჟიმში დაბრუნდება ველით დაპირებულ ცვლილებებს საარჩევნო სისტემაში.

 

ასევე, ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედიის მფლობელის, რომელიც დეკემბერში საეჭვო ბრალდებებით დააკავეს”, – ნათქვამია სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების აქტს ხელი მოაწერა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X