fbpx
01:51 | 2020-10-17 ავტორი: Prime Time

„მიუტევე და მოგეტევება“ – ბურჭულაძე სააკაშვილის ბოდიშზე

„მიუტევე და მოგეტევება“ – ბურჭულაძე სააკაშვილის ბოდიშზე

მგონი, ასეთი ადამიანი დასაკარგი არ არის, მან ბოდიშიც მოიხადა, თქვა, რომ შეცდომები იყო დაშვებული… ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები – „მიუტევე და მოგეტევება“, – ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურწულაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აცხადებს.

 

მისივე თქმით, მას გაერთიანებული ოპოზიციიდან შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან ამჯერად თავი შეიკავა.

 

მაჟორიტარ კანდიდატს მამა კორონავირუსით გარდაეცვალა და ამათმა ჯიბრზე მრავალათასიანი აქცია მოაწყვეს - ლადო ბოჟაზე
2020-10-16მაჟორიტარ კანდიდატს მამა კორონავირუსით გარდაეცვალა და ამათმა ჯიბრზე მრავალათასიანი აქცია მოაწყვეს - ლადო ბოჟაზე

 

„იმის მიუხედავად, რომ მასზე ინტერპოლით არის ძებნა გამოცხადებული, დადის მთელ მსოფლიოში, გამოდის CNN-ზე, CBS-ზე, EURONEWS-ზე, მას ღებულობენ პრეზიდენტები სხვადასხვა ქვეყნის, მგონი, ასეთი ადამიანი დასაკარგი არ არის, მან ბოდიშიც მოიხადა, თქვა, რომ შეცდომები იყო დაშვებული…

 

ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები – „მიუტევე და მოგეტევება“. მეორეც ერთი, მას წარსულს ახსენებს ის ხალხი, ვინც დღეს მთავრობაშია, ვისაც არანაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი, თუ ვამბობთ სისხლიან 9 წელზე, სისხლიანი 8 წელიც არ დაგვავიწყდეს. თუ აწონით იმ სისხლს, რაც დაიღვარა მარტო 20 ივნისს, გადაწონის იმ სისხლს, რაც სააკაშვილის დროს იყო“, – განაცხადა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X