fbpx
15:17 | 2020-05-09 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მიუსაფარი ძაღლი იარაღით ჩაცხრილეს – საზარელი დანაშაული თელავში

მიუსაფარი ძაღლი იარაღით ჩაცხრილეს – საზარელი დანაშაული თელავში

თელავში, ალაზნის გამზირზე მიუსაფარი ძაღლი მოკლეს.

 

ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ძაღლი იმავე კორპუსში მცხოვრებმა მამაკაცმა, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა.

 

ადგილზე პოლიცია თვითმხილველებმა გამოიძახეს.

 

ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ იარაღი, რომლითაც გასროლა მოხდა, მამაკაცის პირად საკუთრებაშია და ის ძაღლისგან თავს იცავდა.

 

მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თამარ ბუჩუკური
X