00:19 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

მიუ შტამს აქვს მახასიათებლები, რამაც შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს – პაატა იმნაძე 

მიუ შტამს აქვს მახასიათებლები, რამაც შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს – პაატა იმნაძე 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მიუ შტამზე ისაუბრა.

„კანონიერი ქურდი“ ლავას ოღლი ლევან ჯიბღაშვილის ყოფილ საცოლეზე დაქორწინდა?!
2021-09-15„კანონიერი ქურდი“ ლავას ოღლი ლევან ჯიბღაშვილის ყოფილ საცოლეზე დაქორწინდა?!

 

მისი თქმით, მიუ შტამი ჯერჯერობით ინტერესის საგანია.

 

„დღეს, არის შტამები, რომლებიც შეშფოთების საგანია და არის შტამები, რომლებიც არიან ინტერესის საგანი. მიუ შტამი ჯერჯერობით არის ინტერესის საგანი, აი მაგალითად დელტა არის შეშფოთების საგანი. მიუს აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე.

 

მიუ შტამი კოლუმბიაში წარმოიქმნა ამ წლის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში ჯერჯერობით სადღაც 0,01%-ია, ჩვენთან საერთოდ არ აღმოჩენილა, თურქეთში 2 შტამი თურქებმა აღმოაჩინეს – ასე, რომ მას ჯერ ფართო გავრცელება არ მიუღია, ის ინტერესის სფერო სწორედ იმიტო, რომ აქვს გარკვეული მუტაციები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო, მაგრამ  ჯერჯერობით დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას“,- თქვა პაატა იმნაძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!