01:13 | 2021-10-18 ავტორი: Prime Time

„მიცვალებულს თავიდან სისხლი სდიოდა, ცოცხალი ადამიანი შეიყვანეს მორგში“ – დეა ადამია მარდალეიშვილის კლინიკიდან სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს

„მიცვალებულს თავიდან სისხლი სდიოდა, ცოცხალი ადამიანი შეიყვანეს მორგში“ – დეა ადამია მარდალეიშვილის კლინიკიდან სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს

დეა ადამიამ დღეს მარდალეიშვილის კლინიკიდან ვიდეო გაავრცელა, სადაც საუბრობდა, რომ პაციენტი მორგში ისე შეიყვანეს, რომ იგი გარდაცვლილი არ იყო და თავიდან სისხლი სდიოდა.

 

დეა ადამია ოჯახთან ერთად კლინიკასთან იმყოფებოდა და დეტალების გარკვევას ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდა რეალურად კლინიკაში.

 

დეა ადამიას სკანდალურ live ვიდეოზე “პრაიმტაიმი” დეტალების გარკვევას შეეცადა. ჩვენს ზარებს არ პასუხობენ მარდალეიშვილის კლინიკაში. რაც შეეხება ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, მომხდარზე კომენტარს უახლოეს საათებში გააკეთებენ. “პრაიმტაიმი” უშუალოდ დეა ადამიასთან დაკავშირებას ცდილობს, რომლის კომენტარსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

ავტორი: Prime Time

X