13:37 | 2020-05-25 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მიცვალებულისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სიკვდილის მიზეზში რა ეწერება, კორონავირუსი თუ უტრანსპორტობა – ნათელაშვილი

მიცვალებულისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სიკვდილის მიზეზში რა ეწერება, კორონავირუსი თუ უტრანსპორტობა – ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისფულებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნისკენ მოუწოდებს.

 

როგორც ნათელაშვილი აცხადებს, მიუხედავად პანდემიისა ევროპის რამდენიმე ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც მუშაობს.

 

ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აღდგება
2020-05-24ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აღდგება

 

„გახურებული პანდემიის დროს, როდესაც ხალხი ქუჩებში ეცემოდა, რომში, მადრიდში, პარიზში და ნიუ-იორკშიც კი არ შეწყვეტილა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.

 

სწორედ ეს არის აუცილებელი პირობა ადამიანის გადასარჩენად.

 

ახლა ისე არ მოხდეს, რომ ხალხი სრული შიმშილით მოკვდეს. ვფიქრობ მიცვალებულისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სიკვდილის მიზეზში რა ეწერება, კორონავირუსი, ბიძინავირუსი, უტრანსპორტობა, უმუშევრობა, უფულობა თუ უკალორიულობა, რაც ჩვენს შემთხვევაში ხდება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +