fbpx
11:23 | 2020-05-18 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მიცვალებული კლინიკიდან სახლში უსახსრობის გამო ვერ გადაჰყავთ! – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში

მიცვალებული კლინიკიდან სახლში უსახსრობის გამო ვერ გადაჰყავთ! – რა ხდება თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში

ახლა როცა ამ სტატიას კითხულობთ, 80 წლის ზაირა ბებო სახლში ზის და მიცვალებულ მეუღლეს დისტანციურად დასტირის.

 

დისტანციურად იმიტომ, რომ მისი მეუღლის ცხედარი ამ წუთებშიც ვარკეთილში მდებარე კლინიკა „ოპტიმალ მედიში“ ასვენია და უსახრსობის გამო, სახლში ვერ გადაუსვენებია.

 

ამ ტრაგიკულ ისტორიას კიდევ უფრო ტრაგიკული პრეისტორია აქვს. ყველაფერი კი ასე დაიწყო.

 

სოციალურ ქსელში უცნობი ქალბატონი რამდენიმე ღის წინ დახმარებას ითხოვდა.

 

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახლობელს მივაკითხე და მიმღებთან 80 წლის ბებო იჯდა… მეუღლე სასწრაფომ შემოიყვანა და მე უკან როგორ წავიდე არ ვიციო… ტიროდა…

 

მისამართი ვკითხე, ტაქსი გამოვუძახე, თანხა გადავუხადე, თავისი ტელეფონის ნომერი არ იცოდა, ამიტომ ჩემთან ზარი გამოვუშვი, ანგარიშზე ჩავურიცხე, ავადმყოფის პირადობას სურათი გადავუღე და ბებო სახლში გავუშვი.

 

როგორც გაირკვა, მოხუცები მარტო ცხოვრობენ მოსკოვის პროსპექტთან, დისშვილ-ძმისშვილები „ვერ პატრონობენ“…

 

მეორე დღეს დავრეკე საავადმყოფოში და მითხრეს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და ვინმე „გულშემატკივარს“ ეძებენ. „დავიბრალე“ რომ ნათესავია და რაც საჭიროა მე დამავალეთთქო…

 

პაციენტი ვარკეთილში „ოპტიმალ მედის“ პლინიკაშია გადაყვანილი, მართვით სუნთქვაზეა, ესაჭიროება დაბლენდერებული ზონდირებული კვება, რასაც მანძილის გამო (მე კონიაკის დასახლებაში ვცხოვრობ)

 

ყოველდღე და მით უფრო დღეში სამჯერ, ვერ შევძლებდი, ამიტომ, სამი დღის სპეციალური კვების თანხა გადავიხადე და ამ პოსტით ვითხოვე დახმარება, რომ ახლოს მცხოვრებ პირებს მოემზადებინათ ბულიონი და დაბლენდერებული მიეტანათ დღეში ერთხელ, თანხას კი მე გადავურიცხავდი.

 

გული სიხარულით ამევსო, იმდენად ბევრმა გამოხატა სურვილი ბაბუას კვებაში დახმარების…

 

გუშინ, ინგას გადავურიცხე 20 ლარი და მიუტანა საკვები, დღეს თიკამ თავისი თანხით მიუტანა საკვებიც და პამპერსიც, ასევე ზაირა ბებოს (მისი მუღლის) დასახმარებლად ჩაირიცხა თანხები, რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით ყველას.

 

ხვალ, მე მივდივარ კლინიკაში, შემდეგ მე და თიკა მივაკითხავთ ზაირა ბებოს სახლში, წამოვიღებთ რეცეპტს, რომელიც სახლში აქვს, ვუყიდით წამლებს, წნევის ელექტრონულ აპარატს, პროდუქტებს და ჩარიცხული თანხის საბოლოო ციფრსა და ხარჯთაღრიცხვას დავდებთ კომენტარში.

 

როგორც კულუარებიდან გავარკვიერთ, მათი ნათესავები ახლოს ცხოვრობენ და არავის აძლევენ ამ მოხუცებთან კონტაქტისა და დახმარების უფლებას…

 

მოხუცებს არ ჰყავთ შვილები და მათი გარდაცვალების შემდეგ (უფალმა კიდევ 100 წელი აცოცხლოს ვლადიმერი ბაბუაც და ზაირა ბებიაც), იმ ნათესავებს რჩებათ ბინა, კლინიკაში კი, ერთხელაც არ მოიკითხებიათ…

 

მითხრეს რომ „საშიშია თუ ისინი გაიგებენ რომ ვეხმარებით და ვცდილობთ სიცოცხლე გავუხანგრძლივოთ“, ამიტომ, არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოხუცების მეურვეობის საკითხში სოციალური და შესაბამისი სხვა სამსახურები ჩავრთოთ..

 

თუ მოწოდებული ინფორმაცია სწორია, სახეზეა მოცუხებისთვის არა მარტო ფინანსური, არამედ სამართლებრივი დახმარების აუცილებლობაც და მე როგორც იურისტი, ამას თქვენთან შეთანხმებულად დავიწყებ და გავუძღვები…

 

ვლადიმერი ბაბუა და ზაირა ბებია, ახლა ჩვენი-ყველას ბებია-ბაბუაა და ჩვენ მათ მოვუვლით, მოვეფერებით, დავეხმარებით და დავიცავთ უფლის შეწევნით. მიყვარხართ, მეამაყებით და მეიმედებით ჩემო მეგობრებო.“- წერდა ახალგაზრდა ქალი.

 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ პოსტს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. დაიწყო თანხების შეგროვება და როგოც ვლადიმერ ბაბუას, ისევე ზაირა ბებოს საკვებით, საჭირო მედიკამენტებითა და ნივთებით დაეხმარნენ. გუშინ, გვიან ღამით ზაირა ბებოს მეუღლე, ვლადიმერი გარდაიცვალა.

 

ახალგაზრდა ქალი, რომელიც სრუალიად უცნობ ხანდაზმულ წყვილს მხარში ამოუდგა და უანგაროდ ეხმარებოდა, ახლა ისევ ითხოვს დახმარებას, ამჯერად კლინიკიდან მიცვალებულის გადასვენებისთვის. ხანდაზმული წყვილის ნათესავებსაც შეეხმიანენ, თუმცა ერთმა რაიონში ყოფნა მოიმიზეზა, მეორემ კი საერთოდ არ პასუხობს ტელეფონს.

 

„მეგობრებო, ვლადიმერი ბაბუს გარდაცვალების შესახებ რამდენიმე საათის წინ დამირეკეს საავადმყოფოდან. ნათესავები ახლოს არ ეკარებოდნენ არც ბაბუს და არც ზაირა ბებოს… რა ვქნა არ ვიცი… ფაქტია, მიცვალებულიც მე შემატოვეს და ზაირა ბებოც…

 

დამეხმარეთ, დილით ვარ დაბარებული რომ სახლში წავასვენო მიცვალებული, ზაირა ბებო როგორ გაუძლებს ამ სტრესს არ ვიცი ან საჭირო ფინანსებს როგორ გავწვდე ან ამ საშინელ ცერემონიას.

 

ისევ ვდებ ჩემს ანგარისის ნომერს და გთხოვთ დამეხმარეთ და ფიზიკურადაც დამიდექით გვერდით- ჩვენთვის აბსოლუტურად უცხო ბებო და ბაბუ, ჩვენი-ყველას ბებო და ბაბუა“ – წერს ახალგაზრდა ქალი.

 

„პრაიმტაიმი“ სწორედ ამ პოსტის ავტორს დაუკავშირდა.

 

„ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. თანხის გადახდის შემთხვევაში, მიცვალებული მისამართამდე მიჰყავთ, ანუ სადარბაზომდე. იქიდან მერვე სართულამდე ვერ ვნახე ვერავინ, ტანხის გადახდის შემტხვევაშიც, რომ მიცვალებული ეზოდან სახლში ავასვენოთ.

 

„ჰერმესი“ აცხადებს, რომ ჩვენ ცალკე მომსახურება არ გვაქვსო. ასეთ გამოუვალ მგომარეობაში აღმოვჩნდი. ეს მოხუცები სულ რამდენიმე დღის წინ გავიცანი. ამის შემდეგ, დავიწყე ხანდაზმულების ნათესავების მოძებნა.

 

მოვიძიე ვლადიმერ ბაბუს ძმისშვილის ტელეფონი. როცა სიტუაცია ავუხსენი აგრესია გამოავლინეს, თვქენ ვინ გკითხავთ რას ერევით ამ საქმეშიო. ჩვენ ვაკითხავთ და ვაქცევთ ყურადღებასო. არა და, კლინიკის ექიმმა მითხრა, მხოლოდ ერთხელ მოაკითხეს და ბულიონი მოუტანეს მოხუცისო.

 

გუშინ დამირეკეს, რომ ვლადიმერ ბაბუა გარდაცვალაო, მითხრეს. ისევ შევეხმიანე მის ნათესავებს. ერთმა რაიონში ყოფნა მოიმიზეზა. იქნებ მეგობრებს მაინც უთხა მოვიდნენ და მიაქციონ ყურადღება-მეთქი, იცით რა მიპასუხა? ამის გამო ვინმე როგორ უნდა შევაწუხოო.

 

მეორე ნათესავი კი საერთოდ არ პასუხობს ტელეფონს. ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. არ ვიცი, რა გავაკეთო. 12 საათამდეა დრო.

 

იქნებ დამეხმაროთ, რომ ვლადიმერ ბაბუას საბოლოო პატივი ადამიანურად მივაგო. არ მესმის რატომ უნდა დაკრძალონ კაცი, როგორც უპატრონო მიცვალებული ველის სასაფლაოზე, როცა ჰყავს ნათესავები?!

 

მიცვალებული ისევ კლინიკაშია. რომ მივიდე და წამოვასვენენო, მერვე სართულზე ამსვენებელი არავინ მყავს. ახლა ვზივარ კომპიუტერთან და ვეძებ ბიუროებს, ტვირთვის გადაზიდვის კომპანიებსაც კი ჩამოვურეკე…“ – ამბობს ქალბატონი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X