12:20 | 2021-10-16 ავტორი: Prime Time

მითხრა ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ შენი თავი დაბადებიდანვე მომაშორაო – გოგო, რომელიც დედამ გაყიდა

მითხრა ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ შენი თავი დაბადებიდანვე მომაშორაო – გოგო, რომელიც დედამ გაყიდა

რამდენიმე ხნის წინ, „პრაიმტაიმმანათია ჩოხელის შესახებ გიამბოთ, რომელიც ბიოლოგიურ დედას და მასზე ორი წლით უფროსს ძმას ეძებდა.

 

მიუხედავად მწირი ინფორმაციისა, ჩვენი ისტორიის მთავარმა გმირმა დედა იპოვა. თუმცა, სამწუხაროდ, მოლოდინი რეალობისგან ხშირად განსხვავებულია. ნათიას შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდა. ბიოლოგიურმა დედამ უარი მასზე კიდევ ერთხელ თქვა. მეტიც, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ „როგორც შვილს ვერასდროს შეიყვარებდა“

 

2021-10-15"მე მერაბის პოლიტიკური სიმპათია-ანტიპატია არ მაინტერესებს. რომელი მართალი ვართ, ისტორია იტყვის" - ცისანა სეფიაშვილი იუბილარ მერაბ სეფაშვილზე

 

„ერთი უფროსი ძმა მყავს, რომელიც დაბადებისთანავე ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ გაყიდა. პაპამ და მამიდამ გაიგო, რომ ბავშვი დაიკარგა. სახლს შიფერი ახადეს, გაყიდეს და იმით გამოისყიდეს ვანო, ჩემი ძმა, რომელიც დედამ გაყიდა. ჩემზე ფეხმძიმობის დროს კი, ერთ ადამიანს შეუთანხმდა, რომ დაბადებიდან რამდნიმე დღეში გამყიდდა. ჩემი აღმზრდელი დედა უშვილო იყო. მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გავიგე, რომ აყვანილი ვარ… მას შემდეგ, სულ ვფიქრობდი ვინ ვიყავი. ახლა, ამ გადმოსახედიდან ვიტყვი, რომ ტყუილად მოვძებნე“ – გვიყვება ნათია ჩოხელი.

 

როგორც აღმოჩნდა, ბიოლოგიურმა დედამ ნათიას შესახებ „პრაიმტაიმის“ სტატიიდან გაიგო. თუმცა, მას არ დაკონტაქტებია. მიწერა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ერთ-ერთ გადაცემაში მოისმინა, როგორ ეძებდა შვილი, რომელიც წლების წინ გაყიდა.

 

„გადაცემიდან მეორე დღეს უცხო ექაუნთიდან მომწერა. აინტერესებდა ვინ ვიყავი… ჩემზე ინფორმაცია აინტერესებდა. მეორე დღეს ჩემს ორი შვილთან ერთად მასთან მივედი. მეგონა, რომ ჩემი ბედნიერება არ დასრულდებოდა. იმ ღამეს ბიოლოგიურ დედასთან დავრჩი. მეორე დღესვე მის სახლში გადასვლა შემომთავაზა. იქიდან წამოვედი, არ დავრჩი…

 

რამდენიმე ხნის შემდეგ, დედა გარდაეცვალა და მივედი. ჩემს შვილებთან ერთად იქ დავრჩი. ბავშვებს ერთმანეთთან კონფლიქტი მოსდიოდათ. ამის გამო, ღამე ქუჩაში გამომიშვა…. შემდეგ, მომწერა, შეურაცხყოფა მომაყენა. მითხრა, რომ მატყუებდა. როგორც მივხვდი, იმიტომ უნდოდა ჩემთან ყოფნა, რომ მისი ცხოვრებიდან წავსულიყავი. ათასი სისაძაგლე დამაბრალა. დაიწყო რეკვები, სოციალურ ქსელში სტატუსები. ყველგან დავბლოკე. მიწასთან გამასწორა. იმ დღეების განმავლობაში რამე ნაყიდი თუ ჰქონდა, ყველაფერი დამითვალა. ტონალურის ქურდობა დამაბრალა. ძალიან ცუდად ვარ,“ – ამბობს ნათია.

 

მისივე თქმით, ბიოლოგიური დედის კიდევ ორმა შვილმა (ბიჭებმა) კარგად მიიღეს.

 

„მამის ოჯახი დამეკონტაქტა. არც მიმიღეს და არც უარი თქვეს ჩემზე. იმ ქალმმა (ბიოლოგიურმა დედამ) კი, ორი შვილი გაყიდა. ასე მითხრა ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ შენი თავი დაბადებიდანვე მომაშორაო. დედაჩემმა ძალიან გამანადგურა. მეგონა მტერი არ მყავდა, მაგრამ მისი სახით გამომიჩნდა… ალბათ, სიცოცხლის 20 წელი მომაკლდა.

 

როცა გაშვილებული ხარ, არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ ბიოლოგიური დედა სიყვარულით მიგიღებს, გულში ჩაგიკრავს. როცა პირველად ვნახე, მეგონა ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა. ყველაფერი პირიქით მოხდა. მხოლოდ იმიტომ დამიახლოვდა, რომ რომელიმე გადაცემაში არ მივსულიყავი და მის შესახებ არ მესაუბრა. ალბათ, მარტო მაშინ მნახავს, როცა მოვკვდები. მხოლოდ მიცვალებულს შემომხედავს. მასთან შეხვედრას აღარ ვაპირებ,“ – ამბობს ნათია ჩოხელი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X