16:24 | 2020-06-01 ავტორი: თამარ გონგაძე

მისი კლიპთან შედარება, არასწორია” – “უცნობის” “მატარებლის” რემიქსს ბასა ფოცხიშვილი აფასებს

მისი კლიპთან შედარება, არასწორია” – “უცნობის” “მატარებლის” რემიქსს ბასა ფოცხიშვილი აფასებს

“პირველი არხის” მუსიკალურ პროექტში “აკუსტიკა”, უცნობმა სხვა სიმღერებთან ერთად, თავისი “ვაგონი მიქრის” გაარემიქსა და მას “მატარებელი” დაარქვა. არტისტი თავისი სიმღერის ახლებურ ვერსიას მეგი მუქერიასთან და ელენე ჯგუშიასთან ერთად ასრულებს. სიმღერის არანჟირება ნიკა ბუზალაძეს ეკუთვნის. ვიდეორგოლი მეტროს მატარებელშია გადაღებული.

 

ვიდეო უკვე რამდენიმე ათასმა მაყურებელმა იხილა. ბევრი მათგანი რემიქსს პირველ ვერსიას ადარებს და ნეგატიურად აფასებს.

 

“ძველი ვერსია ჯობია ბევრად”, “რას ერჩოდი, გია, ამ საკაიფო ვეშს?” “უცნობი არის ქულ, ეს გოგოები უფუჭებენ ცოტას”, “ორიგინალური სჯობს, მაგრამ ესეც საჭიროა”, “კარგია, მაგრამ ფეხი ჩამოწიოს, ჩვენ ვსხდებით იმ სკამზე”, “ვითომ სინდისი სინდისია და ნამუსი ნამუსია”, “ჰიტებს ნუ აფუჭებთ”… “ეს გოგოები რას კნავიან…?”

 

გავახილე თვალები და პატრიარქი დავინახე, მეგონა, მომეჩვენა - ჯემალ სეფიაშვილი
2020-05-30გავახილე თვალები და პატრიარქი დავინახე, მეგონა, მომეჩვენა - ჯემალ სეფიაშვილი

 

რემიქსზე სულ სხვა აზრის არის ბასა ფოცხიშვილი. ბასას გადაღებულია კლიპი უცნობის სიმღერაზე “ვაგონი მიქრის”. 2001 წლის დეკემბრის მიწურულს გადამოსულმა კლიპმა მაშინვე დიდი მოწონება დაიმსახურა და ის მაყურებელმა მყისიერად აიტაცა.

 

კლიპის ყველა კადრში შოუბიზნესის ვარსკვლავები, მსახიობები, სპორტმენები თუ უბრალოდ, კოლორიტი ადამიანები არიან გადაღებულნი. ეს ის დროა, როცა ქართული ესტრადიდან შოუბიზნესმა დაიწყო აღმოცენება და მომღერლები ვიდეოკლიპების გადაღებას შეუდგნენ.

 

ბასა ფოცხიშვილი: – ახალი ვერსია ძალიან მომეწონა, გუშინვე ვნახე. ვიცოდი, რომ გია რემიქსს აკეთებდა. ეს არის მუსიკალური რგოლი და მისი ჩემს კლიპთან შედარება არასწორია. საინტერესო ვერსიაა, ახლებური. მე მიყვარს რემიქსები.

 

მას ძველ “ვაგონი მიქრის” ადარებენ, მოსწონთ, თუმცა უმეტესობას ძველი ურჩევნია…

 

– ის სხვა რამეა. პირველია და არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ.

 

მძულს ეს ჯგუფური სატელეფონო ჩართვები - რას გეგმავენ მაკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე
2020-05-29მძულს ეს ჯგუფური სატელეფონო ჩართვები - რას გეგმავენ მაკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე

 

მახსოვს, სილამაზის სალონში ვიყავი უცნობმა რომ დამირეკა. რაღაც უნდა მოგასმენინოო. სალონში ვარ-მეთქი, არა, ახლავე უნდა მოგასმენინოო და მომაკითხა. სველი თმით ჩავჯექი მანქანაში და რომ მოვუსმინე, იმ წამს მივხვდი, რა გამოვიდოდა ამ არაჩვეულებრივი სიმღერისგან.

 

კლიპის იდეა მამაჩემის ლექსისგან მომივიდა – “წითელ შუქზე გაგივლია, სიყვარულო ჩემო…” და წამოვიდა იდეაც – წითელ შუქზე, აკრძალულზე მიდის მატარებელი. თუ სად მიდის ეს მატარებელი, რომელიც ბევრი სიმბოლიკის მატარებელია, ამაზე ყველას თავისი წარმოდგენა აქვს. ზოგი ამბობდა აფხაზეთში მიდისო… თუმცა მე ეს საკითხი ღიად დავტოვე.

 

4-5 დღეში გადავიღეთ. ძალიან ვხალისობდით, საინტერესო იყო ჩემთვის გადაღება. ყველა სულ სხვა გრძნობით იყო გადასაღებ მოედანზე… ამ ერთმა ხუთ წუთიანმა კლიპმა ბევრი დადებითი ემოცია გამოიწვია.

 

დეპოში იდგა მატარებელი და იქ ვიღებდით. ასევე გადაღებულია გორის, მცხეთის სადგურში… ჩემი საყვარელი ადგილია მცხეთის სადგური…

 

ეს კლიპი მატარებლით განზოგადებაა. ცუდიც და კარგიც ერთად ვართ და ყველა ერთი მატარებლით მივდივართ.

 

ამჯერად უცნობმა მეტროს მატარებელში გადაინაცვლა…

 

– ისევ მატარებელში ხომ არ გადაიღებდა (იცინის)?! მეტრო საინტერესო და კარგი ლოკაციაა. არა, ძალიან საინტერესოა ეს მუსიკალური რგოლი. მოკლედ და კონკრეტულად მომეწონა არა მხოლოდ “ვაგონი მიქრის”, არამედ უცნობის სხვა ახალი დუეტები ნატო მეტონიძესთან, დათო ევგენიძესთან… საერთოდ, “აკუსტიკა” კარგი პროექტია.

 

🎵 #აკუსტიკა უცნობი – მატარებელი

🎵 #აკუსტიკა უცნობი – მატარებელი🎸 ნიკა ბუზალაძე – გიტარა🎸 გიორგი კობახიძე – გიტარა🎸 ლევან ჯაფარიძე – ბას გიტარა🥁 სანდრო ნიკოლაძე – პერკუსია🎤 მეგი მუქერია – ბექ ვოკალი🎤 ელენე ჯგუშია – ბექ ვოკალი🎼 ავტორები – უცნობი და ზურა მახნიაშვილი🎛 არანჟირება – ნიკა ბუზალაძე

Posted by აკუსტიკა • Acoustics on კვირა, 31 მაისი, 2020

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები