fbpx
15:55 | 2020-05-25 ავტორი: თამარ გონგაძე

“მისი აგრესია კორტზეც არ მინახავს… ჩემს აკადემიაში გაიზარდა” – ლეილა მესხი ნიკოლოზ ბასილაშვილს ახასიათებს

“მისი აგრესია კორტზეც არ მინახავს… ჩემს აკადემიაში გაიზარდა” – ლეილა მესხი ნიკოლოზ ბასილაშვილს ახასიათებს

უკვე მეორე დღეა ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელთან დაკავშირებულ სკანდალურ სიახლეს სხვადასხვა ცნობილი ადამიანები ეხმიანებიან და მსოფლიოში აღირებული ჩოგბურთელის მიმართ, თითქმის ცალსახად, თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.

 

ცნობილ ქართველებს მიაჩნიათ, რომ ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზი მოძალადე ადამიანი არ არის.

 

ავლენს თუ არა კორტებზე მსოფლიოს 27-ე ჩოგანი აგრესიას და რა კუთხით იცნობს მას ქართველი ჩოგბურთელი, ლეილა მესხი. “პრაიმტაიმის” კითხვებს 52 წლის ჩოგბურთელი პასუხობს.

 

ლეილა მესხი: – ნიკოლოზს ვიცნობ, დადებითი ადამიანია. ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდა. ეჭვი მეპარება ის, რისთვისაც სკანდალში გაეხვა, სინამდვილე იყოს. მაგრამ თუ ასეა, ძალადობის წინააღმდეგი, როგორც ყველა, ასევე ვარ მეც.

 

ქმარს პირადი საიდუმლოს შენახვისთვის თვეში 100 ათას ლარს სძალავდა - თამარ ივერი ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება
2020-05-25ქმარს პირადი საიდუმლოს შენახვისთვის თვეში 100 ათას ლარს სძალავდა - თამარ ივერი ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება

 

სამწუხარო ფაქტია და ეს არ უნდა მოხდეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი. არ ვიცნობ მეუღლეს, მიჭირს კომენტარის გაკეთება.

 

აგრესიული ადამიანი ყველგან ავლენს აგრესიას, მათ შორის, თამაშის დროსაც. როგორც ჩოგბურთელი, როგორ აფასებთ ჩოგბურთელ ბასილაშვილს – როგორი მოთამაშეა? 

 

– აბსოლუტურად არააგრესიული, დადებითი და სამართლიანია. ჩვენთან, ლეილა მესხის სახელობის აკადემიაში გაიზარდა, ჩვენი ერთ-ერთი პირველი მოსწავლეა, პირველი ნაბიჯები ჩვენთან აიდგა და ვამაყობ მისით.

 

მისი აგრესია კორტზეც არ მინახავს. უხეში ნიკოლოზი მე არასდროს მინახავს. გაბრაზება კორტზე მეც შემეძლო, ეს ემოციაა და მისი გამოხატვა სპორტსმენისგან ბუნებრივია.

 

– სპორტული კულუარებიდან გამიგია, რომ თითქოს ტრენერებს მისგან აგრესიული მოთამაშის შექმნა უნდათ, თუმცა ამას ვერ აღწევენ.

 

2020-05-21"ქმარს ანგარიშს ვუწევდი. ახლა თავისუფალი ვარ... ეს რომ აქამდე მცოდნოდა..." - იუბილარი მარინა ბერიძე თავისი დამოკიდებულებებით

 

– როცა აგრესია ადამიანში არ დევს, ხელოვნურად ვერ მიაღწევ. სპორტსმენი თავის მოწინააღმდეგეზე გაბრაზებული შეიძლება იყოს, მაგრამ არა აგრესიულად.

 

სპორტიც ტოლერანტობაა და წესები უნდა დაიცვა. ჩობურთი ის სახეობაა, სადაც “ცუდად” მოქცევა ჯარიმით ისჯება. ჩოგანი მეც გამიტეხია ვარჯიშის და თამაშის დროს. ამ დროს არავის ავნებ. ეს ემოციის გამოხტვაა. მე ჩოგბურთელი არ ვიცი, რომელსაც ჩოგანი არ გაუტეხავს.

 

თუმცა ეს, ბუნებრივია, არ ნიშნავს რომ ის ოჯახის წევრზე მოძალადეა.

 

– აბსოლუტურად. მე ძალიან ვნერვიულობ მისი კარიერის გაგრძელებაზე. მთელი მსოფლიო იბრძვის ძალადობის წინააღმდეგ.

 

უნდა დასხდნენ, საერთო შვილი ჰყავთ და საერთო ენა უნდა მოძებნონ. ხალხი არ უნდა გააცინონ. ვფიქრობ, ეს აუცილებლად მოხდება.

 

გერმანელ მოდელს ირთავს ცოლადო, გსმენიათ ამაზე? 

 

– ჭორის დონეზე ეს მეც გავიგე, ზუსტად ვერაფერს გეტყვით. მე ჯერ ნიკოლოზს არ შევხმიანებივარ, შეიძლება ტელეფონიც არ აიღოს ახლა, განცდებში იქნება.

 

რთულ

2020-05-21"რთული პერიოდი გადავიტანე, არ მეგონა, თუ რამე გამახარებდა" - მაკა შალიკაშვილი

 

მისი გულშემატკივარი ვარ. სიამოვნებით გვერდში დავუდგები, მაგრამ არა ამ ფაქტზე. დარწმუნებული ვარ, გაუგებრობას აქვს ადგილი.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X