18:31 | 2020-05-21 ავტორი: ლიზი მეტრეველი

მიშამ გამომიშვა, საქართველოში მედიცინა კარგიაო – გიული ალასანია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლას იხსენებს.

 

ალასანიამ აეროპორტში თავი შეუძლოდ იგრძნო, მისი თქმით, სასწრაფომ დაიგვიანა.

 

გიული ალასანია კარანტინში იმყოფება - რატომ გამოუძახეს მას სასწრაფო აეროპორტში
2020-05-18გიული ალასანია კარანტინში იმყოფება - რატომ გამოუძახეს მას სასწრაფო აეროპორტში

 

„მე ვიყავი ცუდად თვითმფრინავში, ალერგია გამიმწვავდა უკრაინაში. მიშამ გამომიშვა, იქ უფრო  საიმედოდ იქნები, კარგად არის მედიცინის საქმე საქართველოშიო.

 

ცუდად ვგრძნობდი თავს, გავიგე რომ თელავში უნდა წავსულიყავი და ვერ მივაღწევდი იქამდე, ბოლო თვეებია დაბალი წნევები მაქვს.

 

ამჯერად თვითმფრინავში მქონდა 159/100-ზე, მაჯა – 120.

 

გამოვიძახეთ სასწრაფოო მითხრეს, და საათნახევარი არ მოსულა.

 

როცა მოვიდნენ გამიკვირდა, ექიმები შორიდან ინტერვიუსავით იღებდნენ, უკრაინაში კარდიოგრამაც გადამიღეს, წნევაც გამიზომეს და ეს შორს დგომა ვერ გავიგე რას ნიშნავდა.

 

თბილისის საკარანტინო სივცეში ვარ, ტესტის პასუხი უარყოფითია. კმაყოფილი ვარ აქაური სიტუაციით,“- განაცხადა ალასანიამ.

 

გიული ალასანიას დაბრუნების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, სადაც ინციდენტის შესახებ ყვებოდა.

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X