17:46 | 2021-09-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„მირეკავს და მეუბნება, მე მგონი გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვარკვევ, ვიფიქრე მოიტაცეს” – ნანუკა გულუას გათხოვების ისტორია

„მირეკავს და მეუბნება, მე მგონი გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვარკვევ, ვიფიქრე მოიტაცეს” – ნანუკა გულუას გათხოვების ისტორია

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სერიალი „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი და გადაცემა „ქალების“ თანაწამყვანი ნანუკა გულუა გათხოვდა.

 

მისი რჩეული კახაბერ კაშიაა.

 

„კახაბერ კაშიას არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს რომ ვაქებ, ჩემი „ოცდაყველა“კი არა „ასყველა“ წელი ღირდა რომ დავლოდებოდი! ძალიან მოვუფრთხილდი, რომ ოთხი დღე გადაგიმალეთ. მიყვარხართ ყველა და დიდი მადლობა !!! რა კარგია, რომ „როდის თხოვდები“ დავასრულეთ“ – წერდა ნანუკა სოციალურ ქსელში.

 

როგორც თავად ნანუკა გულუამ თქვა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში მალავდა გათხოვების ამბავს.

 

გადაცემა „ქალების“ წამყვანებმა გაიხსენეს, როგორ გაიგეს ნანუკას გათხოვების შესახებ.

 

„ერთი დღე დაიკარგა ნანუკა, ასეთი რაღაც არ მომხდარა ჩვენი ურთიერთობის მანძილზე. მირეკავს და მეუბნება, არ ვიცი, მგონი, გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვარკვევო და გამითიშა“ – იხსენებს სალომე შარვაძე.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!