18:25 | 2020-02-10 ავტორი: Prime Time

მინიმუმ 10 ფაქტი შემიძლია დავასახელო, როცა ნათელაშვილი „ნაციონალებს“ და მერაბიშვილს გაურიგიდა – გედევან ფოფხაძე

მინიმუმ 10 ფაქტი შემიძლია დავასახელო, როცა ნათელაშვილი „ნაციონალებს“ და მერაბიშვილს გაურიგიდა – გედევან ფოფხაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შალვა ნათელაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ის ვანო მერაბიშვილის ინფორმატორად მოიხსენია.

 

პრაიმტაიმთან“ საუბრისას გედევან ფოფხაძე ნათელაშვილის განცხადებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ შალვა ნათელაშვილის პოლიტკური ბიოგრაფიიდან მინიმუმ 10 ფაქტის დასახელება შეუძლია, როდესაც „ლეიბორისტების“ ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვანო მერაბიშვილს გაურიგდა.

 

„მე შემიძლია ერთი 10 კონკრეტული ფაქტი მაინც დავასახელო მაგ პიროვნების პოლიტიკური ბიოგრაფიიდან, როდესაც გაურიგდა „ნაციონალებს“, მერაბიშვილს და აშ. მეც იმავეზე გადავიდე და მაგის გარკვევა დავიწყო?!

 

თუ მე დავიწყებ თავის მართლებას ეს არასდროს არ დამთავრდება, მე ყოველთვის რაღაცას დამაბრალებენ, დაწყებული იქიდან, რომ ვარ ვიღაცის ინფორმატორი, დამთავრებული იმით, რომ ვთქვათ შეკრული ვარ ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურთან, ან მოსკოვის სპეცსამსახურებთან, დავდგე და თავი ვიმართლო?!“ – ამბობს გედევან ფოფხაძე.

 

„როდესაც, პოლიტიკური პროცესის მონაწილეებს არგუმენტები არ აქვთ და უნდათ ვიღაცის პოზიცია გააბაიბურონ, გადადიან პერსონალურად რაღაც პრეტენზიების წაყენებაზე, მათ შორის ისეთი პრეტენზიების წაყენებაზე, რომელსაც არანაირი ცნობიერად გააზრებული და ჯანსაღი საფუძველი არ შეიძლება ჰქონდეს, ამიტომ, ასეთ პრეტენზიებზე პასუხი ჩემი აზრით, ერთადერთია – ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის.

 

ვამბობ რომ ორპოლუსიანი პოლიტიკური სივრცე არის ცუდი ქვეყნისთვის, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკური ქოლგის ქვეშ ყოფნა არის ცუდი პოლიტიკური არჩევანი, და ამ ვითარებაში მიმაჩნია რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ცუდი წარსული და ,,ქართული ოცნება არის ცუდი აწმყო. ამ პოლიტიკური მოცემულობიდან ვაპირებ გამოვიდე და გავაგრძელო ჩემი პოლიტიკური აქტიურობა. ამიტომ რა ხასიათის შეურაცხყოფაც, ცილისწამება, თავდასხმა, ბულინგი არ უნდა იყოს იმ ადამიანების მხრიდან, ვისთვისაც ესეთი სტანდარტი არ არის მისაღები, პოზიცია მე არ უნდა შევიცვალო“, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X