14:43 | 2020-06-01 ავტორი: ნინი ტაველიძე

მინეაპოლისში DW-ის გადამღები ჯგუფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

მინეაპოლისში DW-ის გადამღები ჯგუფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

მინეაპოლისში DW-ის გადამღები ჯგუფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ინფორმაციას DW თავად ავრცელებს.

 

ჟურნალისტ შტეფან ზიმონეს და ოპერატორ მაკს ფიორგის მიმართულებით პოლიციამ მაშინ გაისროლა, როდესაც რეპორტიორი პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ემზადებოდა.

 

 

ეს არ გახლავთ ერთადერთი ინციდენტი, რა დროსაც აშშ-ის მიმდინარე აქციების დროს ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს. 30 მაისს პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები სააგენტო Reuters- ის თანამშრომლებს მოხვდათ.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

29 მაისს კი, მინეაპოლისში რამდენიმე საათით ტელეკომპანია CNN-ის გადამღები ჯგუფის წევრები დააკავეს.

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა. ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.

 

კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +