18:17 | 2020-08-31 ავტორი: Prime Time

„მინდოდა, სესეს ბოლო დღეები ეკლესიაში გაეტარებინა… მხოლოდ ერთი ეკლესია დაგვთანხმდა“

„მინდოდა, სესეს ბოლო დღეები ეკლესიაში გაეტარებინა… მხოლოდ ერთი ეკლესია დაგვთანხმდა“

პედაგოგი და მწერალი ინა იმედაშვილი თავისი გარდაცვლილი შვილის შესახებ წერს. წლინახევრის სესე, რომელსაც პნევმონიის დაუდგენელი ფორმა, კლებსიელას ბაქტერია და სეფსისი დაუდგინდა, შარშან თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა.

 

„ერთი ამბავი უნდა გაგიზიაროთ. სესე რომ გაგვიფრინდა, რატომღაც მინდოდა, რომ სანამ მისი სხეული ჩვენთან იქნებოდა, ეკლესიაში ყოფილიყო. იმ დროს როგორ ვაზროვნებდიან რა ძალა მაიძულებდა ფეხზე ვმდგარიყავი, დღემდე არ ვიცი. მექანიკურად ვმოქმედებდი და ჩემი ფიქრებიც ჩემს გარეშე მიდი-მოდიოდა.

 

არ მინდოდა, იმ სახლში სადაც ჩემმა ბიჭმა ბედნიერი დღეები გაატარა, რომლის კუთხე-კუნჭულიც სესეს სათამაშოებით იყო მოფენილი (დღემდე ვპოულობ საგულდაგულოდ დამალულ/შენახულ კუბიკებს), გლოვის და ტკივილის სახლად მექცია, მასში შემორჩენილ სესეს კისკისს ვუფრთხილდებოდი.

 

არ მინდოდა ტირილსა და გოდებას ჩაენაცვლებინა. მას მერეც რამდენიმე თვე ვერ შევადგი ფეხი, სხვაგან ვიქირავე ბინა და ჩემს ქუჩაზე გახედვისაც კი მეშინოდა.

 

მხოლოდ მას მერე, რაც დავით ანდღულაძემ, რომელიც ახლა სრულფასოვანი სიცოცხლისთვის იბრძვის (ხშირად ვაზიარებ ინფორმაციას), მითხრა, რომ ჩვენ ჩვენს თავებს და ჩვენს მოლოდინებს, გაცრუებულიმედებს, ჩაშლილ გეგმებს დავტირითო, რომ თუნდაც სესეს ლამაზი კულულები წლების შემდეგ აღარ იარსებებდა, რადგან გაიზრდებოდა და მოიჭრიდა, რომ ათი წლის მერე, ერთი წლის სესეც გაქრებოდა და იარსებედა უკვე ათი წლისა.

 

ერთი იგავი მიამბო კიდევ, დედის მუცელში მყოფი პატარა როგორ უყვარდათ თირკმელებს, რიგორ ზრუნავდნენ და შესციცინებდნენ, იქამდე სანამ ტირილითა და ტანჯვით პატარა დაკარგეს, რომელიც ამ დროს დაიბადა.

 

ჰოდა ეს თირკმელები დაღონდნენ ფრიად და დიდ დარდსაც მიეცნენ, რადგან მათ ეგონათ სამუდამოდ დაკარგეს პატარა, არადა ის დაიბადა. ამ ამბების მერეღა ავედი ჩემს სახლში, ერთი გემრიელად ვიტირე, ვკოცნე და ვსუნე სესეს ნივთები და გადავწყვიტე, რომ დავბრუნდებოდი, თუნდაც დარჩენილი სესეს კისკისისთვის.

2020-08-31"ახლა, როცა აღარ არის, ხშირად ვფიქრობ, რატომ ვკიდებდი ყურმილს და რატომ არ ვუსმენდი?" - ლიკა ქავჟარაძეს ზურა ყიფშიძე იხსენებს

 

ჰოდა, დავუბრუნდეთ საიდანაც დავიწყე, არ მინდოდა, ჩემი სახლის გლოვის სახლად ქცევა და მინდოდა სესეს ბოლო დღეები ეკლესიაში გაეტარებინა. თანაც ამ დროს რელიგიურობა და რწმენა ან ზენიტშია ან ქრება. ჩემს შემთხევაში ხავსად იქცა და რაც ძალა და ღონე მქონდა, ვეჭიდებოდი. ვფიქრობდი, რომ ჩემს ბიჭს ამით კარგს გავუკეთებდი, შვებას მოვგვრიდი.

 

ის ადამიანი მიმიხვდება, ვისაც სამწუხაროდ გამოცდილი აქვს ეს ელდა, შიში და იმედის ნაპერწკლის ძიება. ბზობას დაემთხვა ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი და ბნელი დღეები.

 

ეკლესიასთან მოსალაპარაკებლად ჩვენი მეგობრები დადიოდნენ. მოიარეს მთელი ქალაქი, ზოგმა იუარა დღესასწაულის გამო, ზოგმა ისე იუარა მიზეზის გარეშე. მხოლოდ ერთი ეკლესია დაგვთანხმდა და თავის კარი ფართოდ გაგვიღო, მხოლოდ ერთმა ეკლესიამ შეიფარა ჩემი გაფრენილი ბიჭი.

 

მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიამ ვაკეში, სადაც ორი გასაოცარი მოძღვარიც აღმოვაჩინე, მამა საბა და მამა შალვა, რომლებმაც სულ მცირე სინათლე შეიტანეს ამ ჩემს ბნელ დღეებში. სინათლეს კიდევ ერთი თვისება აქვს, სულ მცირე მალე ბევრი ხდება და გაკაშკაშდება ხოლმე. მათ არ მოვნიშნავ, და ამაზე მეტსაც არ დავწერ.

 

მადლობასაც არ გადავუხდი, რადგან მადლობა რა მოსატანია, იმ სიკეთესთან რაც მათ ჩემთვის და სესესთვის გააკეთეს. არც იმას დავწერ დაწვრილებით, როგორ მაპოვნინა გზა მათმა ნუგეშმა.

 

ამხელა სევდიანი ამბის გაზიარება მხოლოდ იმიტომ მომინდა, რომ როცა რამეზე ან ვინმეზე გაბრაზებული ვართ/ხართ ყველას ერთიანად ნუ საყვედურობთ, ძალიან ცუდად რომ ვთქვათ, ერთ ქვაბში ნუ მოაქცევთ, რადგან გამონაკლისები ქმნიან და ალამაზებენ სამყაროს“,- წერს ინა იმედაშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები