17:52 | 2020-06-04 ავტორი: ნინი ტაველიძე

გაშვილებულმა გოგომ მოხუცი დედა იპოვა და მას 9 წელი უვლიდა

გაშვილებულმა გოგომ მოხუცი დედა იპოვა და მას 9 წელი უვლიდა

გაშვილებულმა გოგომ მოხუცი დედა იპოვა და მას 9 წელი უვლიდა – ფილის ვიტსელის სევდიან ისტორიაზე Mirror-ი წერს.

 

ფილის ვიტსელი ბირმინგენში მდებარე ბავშვთა სახლში იზრდებოდა. ის ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრაზე მუდმივად ოცნებობდა.

 

ბავშვთა სახლის მეპატრონეებმა ფილისს უთხრეს, რომ მამა მის დაბადებამდე, ხოლო დედა მისი გაჩენიდან 6 თვეში გარდაიცვალა.

 

მიუხედავად ამისა, ფილისს ამ ისტორიის არასდროს სჯეროდა. 4 წლის ასაკში ფილისი ერდინგტონში მცხოვრებმა ერთმა ოჯახმა იშვილა.

 

„რაღაცნაირად სულ ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა ცოცხალი იყო. იმასაც ვგრძნობდი, რომ მისი მდგომარეობა კარგი არ იყო. არცერთი დედა არ გააშვილებს შვილს თუ მას სერიოზული პრობლემები არ აქვს“,- ამბობს ფილისი.

 

 

ოჯახი, რომელმაც ფილისი იშვილა ძალიან კეთილი აღმოჩნდა. ისიც მუდმივად ცდილობდა ოჯახს მორგებოდა, მაგრამ რაც არ უნდა ძლიერ ეცადა, არ გამოსდიოდა. 25 წლის ასაკში (1981) ფილისმა გადაწყვიტა რადაც არ უნდა დასჯდომოდა ბიოლოგიური დედა ეპოვა.

 

ორსულობამ უფრო მეტად მიახვედრა რა რთული იყო დედისთვის შვილის გაშვილება

 

ფილისი კვლავ ბირმინგენში დაბრუნდა და უბნის მედდად დაიწყო მუშაობა. ფილისი დაქორწინდა.

 

ორსულობამ ფილისს უფრო მეტად აგრძნობინა რას ნიშნავდა დედობა. დედის მოძებნის სურვილი უფრო და უფრო გაუმძაფრდა.

 

სწორედ ამიტომ ფილისმა იმ ბავშვთა სახლს მიაკითხა,სადაც 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. იქ მან გაიგო, რომ დედამისი ირლანდიელი ქალი, სახელად ბრიჯიტ მერი ლარკინი იყო. მას ტიპერერ (ქალაქი ირლანდიაში) მერის ეძახდნენ.

 

ფილის ვიტსელი
ფილის ვიტსელი

 

ბრიჯეტს ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა – მას შემდეგ, რაც ის მთვრალმა ძმამ გააუპატიურა, ბრიჯეტი ტრიპერიდან კოვენტრიში გაიქცა და ალკოჰოლს მიეძალა.

 

ბრიჯეტს სხვადასხვა კაცისგან 5 შვილი ჰყავდა. ისინი ყველა გაშვილებულები იყვნენ. ფილისის გაჩენის შემდეგ ბრიჯიტმა მისი გაზრდა გადაწყვიტა. მაგრამ, რადგან ალკოჰოლს ძალიან იყო მიძალებული, ბავშვს სახლში მარტო ხშირად ტოვებდა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ამდენი პრობლემა ჰქონდა. მან ჩემზე მაინც იზრუნა. როცა ბრიჯიტმა გაანალიზა, რომ ჩემს აღზრდას ვერ მოახერხებდა, იზრუნა, რომ უსაფრთხოდ ვყოფილიყავი.

 

ამიტომ, ჩემი თავი იმ ადამიანებს მიაბარა, ვინც უკეთეს მომავალს მაჩუქებდა“,- ამბობს ფილისი.

 

აღმოჩნდა, რომ ბრიჯიტი ფილისს ბავშვთა თავშესაფარში ხშირად აკითხავდა. როგორც ჩანს,პრობლემების მიუხედავად, ბრიჯიტს მაინც უნდოდა მისთვის დედობის გაწევა.

 

ამ ყველაფრის გაგების შემდეგ, ფილისმა პრობაციის ოფიცერი დაიქირავა, რათა ბრიჯიტზე მეტი ინფორმაცია მიეღო.

 

როგორც შემდეგ გაირკვა, ბრიჯიტი იმ დროს 52 წლის იყო და ბირმინგტონში ცხოვრობდა. მას „გიჟ, ტრიპერელ მერის“ ეძახდნენ. ის ქუჩაში ადამიანებზე ხშირად ძალადობდა.

 

პრობაციის ოფიცერმა ფილისი გააფრთხილა, რომ დედა არ ენახა, რადგან ამას შეიძლებოდა მის ორსულობაზე ცუდი ზეგავლენა მოეხდინა. ფილისის ქმარი, სტეფენიც იმავე აზრზე იყო.

 

ბებიაჩემს უნდოდა, რომ სექს-სამუშაო 6 წლის ასაკიდან დამეწყო - ელისკა ტანზერის ისტორია
2020-05-29ბებიაჩემს უნდოდა, რომ სექს-სამუშაო 6 წლის ასაკიდან დამეწყო - ელისკა ტანზერის ისტორია

 

„მაშინაც კი, რომ ეთქვათ დედაჩემი მკვლელი იყო, ვერაფერი შემაჩერებდა. ვფიქრობდი, ის დედაჩემია, მე მას უნდა შევხვდე. თუმცა, შინაგანად მაინც ვღელავდი, ამიტომ დედასთან შეხვედრა რამდენიმე თვით გადავდე, სანამ ორსულად ვიყავი“,- ამბობს ფილისი.

 

 

მშობიაროაბის შემდეგ ფილისმა გააცნობიერა, რომ დედისთვის შვილის გაშვილება უმძიმესი გადაწყვეტილება იყო.

 

„როცა ბავშვი ხელში დავიჭირე. საოცარი შეგრძნება იყო. ის პატარა არსება სრულად იყო ჩემზე იყო დამოკიდებული. უმძიმესი იყო იმის წარმოდგენაც, რომ ეს ბავშვი სხვისთვის მიმეცა.

 

დავფიქრდი – ჩემს სამსახურში უამრავ ადამიანზე ვზრუნავ. რატომ არ შეიძლება დედაზეც ვიზრუნო? ამიტომ მასთან შესახვედრად წასვლა გადავწყვიტე. თუმცა, ჩემს თავს ვუთხარი, რომ მისთვის არაფერი მეთქვა – არ მეთქვა ვინ ვიყავი“,- ამბობს ფილისი.

 

დედას ახსოვდა ჩემი დაბადების თარიღი – იმ ბავშვთა თავშესაფრის სახელიც, სადაც მან დამტოვა. 

 

ფილისმა მედდის ფორმა ჩაიცვა და დედის სახლის კარზე დააკაკუნა. და წლების შემდეგ პირველად კიბეზე მჯდომი დედა დაინახა. ის ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. რადგან ფილისს მედდის ფორმა ეცვა, ბრიჯიტს მისთვის ბევრი კითხვები აღარ დაუსვამს.

 

ფილისი ბრიჯიტთან შევიდა. ცოტა ხნის შემდეგ ბრიჯიტმა მას საუბარი გაშვილებულ პატარა ბავშვზე დაუწყო.

 

„ძალიან ცუდად გავხდი, როცა მივხვდი ჩემზე ლაპარაკობდა. მას ახსოვდა ჩემი დაბადების თარიღი.

 

ასევე, იმ ბავშვთა თავშესაფრის სახელი, სადაც მან დამტოვა. უფლება მივეცი ნახევარი საათი გაუჩერებლად ელაპარაკა.

 

მაგრამ მერე ძალიან ცუდად გავხდი და წამოვედი. დავპირდი, რომ კიდევ ვესტუმრებოდი. გამოსვლისას თმაზე ხელი მომკიდა და ნაზად გადამიწია.

ისე როგორც დედა უკეთებს შვილს. მინდოდა მეთქვა – დედა ეს მე ვარ, მაგრამ რაღაცამ შემაკავა“,- იხსენებს ფილისი.

 

ფილისმა ბრიჯიტი თავის სამუშაო ცხრილში ჩასვა. ის მას მუდმივად აკითხავდა.

 

„ხან ვსაუბრობდით, ხან ვუსმენდი. ჩიფსებს ვჭამდით. ჩემს საიდუმლოს მუდმივად ვინახავდი. ძალიან ბევრი მაგარი მომენტი გავატარეთ ერთად.

 

თუმცა, ალკოჰოლზე მიძალების გამო ხშირად კარგავდა მეხსიერებას და ზოგჯერ აღარც ახსოვდა ვინ ვიყავი.

 

მან ჩემზე იზრუნა, როდესაც გამაშვილა. ახლა ჩემი დრო იყო. არასდროს გამიკრიტიკებია ის. ის მსხვერპლი იყო და ნორმალური ცხოვრების შანსი არასდროს მისცემია“,- ამბობს ფილისი.

 

ფილისის დედა - მერი
ფილისის დედა – მერი

 

 

9 წლის განმავლობაში ფილისი დედას ყოველდღე აკითხავდა და უვლიდა.

 

„ერთადერთი კომპანიონი მისთვის ალკოჰოლი იყო. ხშირად ვეუბნებოდი, რომ არ დაელია ბევრი. ამ დროს შემომხედავდა ხოლმე და მეუბნებოდა – ნუ ბედავ, მითხრა რომ არ დავლიო“,- იხსენებს ფილისი.

 

ბრიჯიტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ფილისი მიხვდა, რომ დრო იყო დედასთვის სიმართლე ეთქვა.

 

თუ ასე არ მოიქცეოდა, შეიძლება ამის შანსი არც არასადროს მისცემოდა.

 

„მისი ხელი დავიჭირე და ვუთხარი ვინც ვიყავი“

 

„მისი ხელი დავიჭირე და ვუთხარი ვინც ვიყავი. თუმცა, მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან გვიანი იყო. მას დემენცია ძალიან გაუარესებული ჰქონდა (დემენცია – გულისხმობს ინტელექტის, მეხსიერებისა და პიროვნების გლობალურ დაქვეითებას).

 

ეს რომ ვუთხარი ცარიელი გამომეტყველება მიიღო. ვერაფერს მიხვდა. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი.  ადრევე უნდა მეთქვა“,- ამბობს ფილისი.

 

ბრიჯიტი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაესწრო.

 

„მიუხედავად ყველაფრისა. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ დედის გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. ეს რაღაცნაირი პრივილეგია იყო ჩემთვის“,- ამბობს ფილისი.

 

ფილისს ძალიან უნდოდა დედამისისი ისტორია მოეთხრო.

 

„არავინ ირჩევს როგორი ცხოვრება ექნება. მოცემულობებმა მიაძალა დედა ალკოჰოლს. მარტივია ალკოჰოლიკი განსაჯო, როცა მისი ისტორია არ იცი.

 

ამიტომ მინდოდა მისი ისტორია მომეთხრო. მიუხედავად იმისა, რომ ის ალკოჰოლიკი იყო და ჩემი აღზრდა არ შეეძლო, მაინც იზრუნა ჩემზე“,- ამბობს ფილისი.

 

წიგნი - „სიმღერა ბრიჯიტის დაბადებისთვის“
წიგნი – „სიმღერა ბრიჯიტის დაბადებისთვის“

 

 

 

სწორედ ასე დაიბადა წიგნი სახელწოდებით „სიმღერა ბრიჯიტის დაბადებისთვის“. მისი ავტორი ფილის ვიტსელია.

 

წიგნს ყდაზე შემდეგი წარწერა აქვს – „ირლანდია და განადგურებული ახალგაზრდობა უკან მოიტოვა, გაამთელებს კი ახალი დასაწყისი მის გულს?

 

ვიპოვოთ ტიპერელი მერი“.
ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X