fbpx
16:07 | 2020-06-04 ავტორი: ნინი ტაველიძე

მინდა მსოფლიომ იცოდეს, რომ მამა მენატრება – ჯორჯ ფლოიდის 6 წლის შვილი

მინდა მსოფლიომ იცოდეს, რომ მამა მენატრება – ჯორჯ ფლოიდის 6 წლის შვილი

ჯორჯ ფლოიდი თავის ქალიშვილს გვერდიდან არ მოშორებია მას შემდეგ, რაც სამშობიაროში პატარა ჯიანას პირველი ტირილი გაიგონა.

 

ფლოიდის ცოლი, როქსი ვაშინგტონი იხსენებს, რომ ფლოიდს მისი საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ სატელეფონო ზარით აცნობეს. ის ცოლს გვერდიდან არ მოშორებია.

 

„ჯიანამ ტირილი დაიწყო. ფლოიდი მისმა ტირილმა „გამოაღვიძა“. როგორც კი ბავშვი დაიბადა, ეგრვე მას დააჭერინეს ხელში. ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა“,- განაცხადა „Good Morning America“-სთან საუბარში როქსიმ.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

6 წლის ჯიანას თქმით, მას უნდა ხალხმა იცოდეს, რომ მამა ძალიან ენატრება. როქსის თქმით, ფლოიდმა შვილისთვის ყველაფერი გააკეთა.

 

„მას უნდოდა მის შვილს ყველაფერი საუკეთესო ჰქონოდა. ამიტომ ჩამოვიდა მენეაპოლისში სამუშაოდ. მას ძალიან უყვარდა თავისი პატარა გოგონა“,- ამბობს ის.

 

ჯიანა ამბობს, რომ მამა ძალიან მხიარული იყო და ყოველთვის თამაშობდა მასთან.

 

 

როქსიმ მეუღლის გარდაცვალების შესახებ დისშვილისგან სატელეფონო ზარით შეიტყო. მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია როქსის ფლოიდის უახლოესმა მეგობარმაც დაუდასტურა.

 

„ინტერნეტში შევედი და ვიდეო ვნახე. მხოლოდ ცოტა ხანი ვუყურე. ვერ დამეჯერებინა, რომ ასე მოექცნენ. როგორ ითხოვდა შველას. იმ მომენტში ვინატრე მის გვერდით ვყოფილიყავი და დავხმარებოდი. ძალიან მიყვარდა.“,- ამბობს როქსი.

 

დედის გარდაცვალების შემდეგ როქსისთვის ფლოიდის სიკვდილზე საუბარი საოცრად რთული იყო. მაგრამ მან იცოდა, რომ ქალიშვილს აუცილებლად უნდა დალაპარაკებოდა.

 

„ახალი ამბებისთვის რომ მეყურა, კარები დავხურე. თუმცა, ჯიანამ ის გააღო. ვკითხე- რატომ შემოხვედი? მან მითხრა – ვიცი, რომ ჩემი ოჯახის თავს რაღაც ხდება.
მე გავიგე, მე გავიგე, რომ მათ მამაჩემის სახელი ახსენეს. მან ჯერ კიდევ არ იცოდა რა ხდებოდა. ამიტომ მე ვუთხარი „მამა მოკვდა, რადგან მას სუნთქვა არ შეეძლო“,- იხსენებს როქსი.

„ვიცი რა უნდა გამოვიდე, როცა დიდი გავიზრდები – ექიმი უნდა გამოვიდე, რათა ხალხზე ვიზრუნო“,- უთხრა 6 წლის ჯიანამ „Good morning America“-ს.

 

ფლოიდის შვილი - 6 წლის ჯიანა
ფლოიდის შვილი – 6 წლის ჯიანა

როქსი ძალიან განიცდის, რომ ფლოიდი შვილის გაზრდას ვეღარ ნახავს. მის ამ განცხადებას NBA-ის ყოფილი მოთამაშე და ფლოიდის მეგობარი სტივენ ჯექსონი გამოეხმაურა.

 

„შენ თქვი, რომ ბევრი რამ არის, რასაც ფლოიდი ვეღარ ნახავს, რომ ჯიანა მამის გარეშე გაიზრდება.

 

მაგრამ მინდა გითხრა – მე ვიქნები მის გვერდით. მე მივიყვან საკურთხეველთან. მე ვიქნები მასთან და შევუმშრალებ ცრემლებს. ფლოიდი ვეღარ იქნება, მაგრამ მე სულ ვიქნები ჯიანას გვერდით“.

 

 

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X