00:25 | 2020-05-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„მინდა ერთი რამ გითხრათ, არა გულის გასატეხად…“ – რაზე საუბრობს თენგიზ ცერცვაძე

„მინდა ერთი რამ გითხრათ, არა გულის გასატეხად…“ – რაზე საუბრობს თენგიზ ცერცვაძე

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნა აუცილებელია, მაგრამ ეს ფაქიზი პრობლემაა და ყველამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

 

„საკმაოდ კრიტიკული მომენტია ახლა და მათ შორის საქართველოსთვისაც და მინდა ერთი ამბავი გითხრათ, არა გულის გასატეხად მაგრამ, იმისთვის, რომ სიფხიზლე შევინარჩუნოთ.

 

ევროპის მთელმა რიგმა ქვეყნებმაც შეასუსტეს ან მოხსნეს რიგი შეზღუდვები, მიუხედავად იმისა, რომ მათ საწყისი მოცემულობა ჰქონდათ უფრო უარესი ვიდრე საქართველოს. მაგრამ იძულებულები იყვნენ და მაინც შეასუსტეს ეს შეზღუდვები.

 

ზოგ ქვეყანაში ამას არ მოჰყოლია უარყოფითი შედეგი, მაგალითად გერმანიამ გაავრცელა ცნობა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა ახლად ინფიცირებულთა რიცხვი, წინა დღესთან შედარებით.

 

ასე, რომ ამ შეზღუდვების მოხსნა აუცილებელი, მაგრამ ფაქიზი პრობლემაა და ჩვენ ძალიან ფხიზლად და ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X