fbpx
16:58 | 2020-05-27 ავტორი: თამარ გონგაძე

„მიყვარს იქაური კალმახის კარპაჩო და სალათები“ – რას აპირებენ პანდემიურ „ხსნილზე“ ცნობილი ქალბატონები

„მიყვარს იქაური კალმახის კარპაჩო და სალათები“ – რას აპირებენ პანდემიურ „ხსნილზე“ ცნობილი ქალბატონები

კორონავირუსის პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. 29 მაისიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნება მეტრო, 8 ივნისიდან კი საქალაქთაშორისო ტრასპორტიც ამუშავდება, გაიხსნება რესტორნები, კაფეები. 1 ივნისიდან იხსნება მაღაზიათა ქსელები – მოლები, ღია კაფეები…

 

ვნახოთ, სად წავლენ და რისთვის “ილესენ კბილებს” – ია ფარულავა, ქრისტი ყიფშიძე და ვერიკო ტურაშვილი.

 

ია ფარულავა: – ბევრი ადგილი მომენატრა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ, როდის იხსნება. ჩემთვის ყველაზე მთავარი რამ გახსნილია და დანარჩენი სულ არ მაინტერესებს. სილამაზის სალონები! “როგორც დაჭრილი ირმების გუნდს წყარო ანკარა”, ისე მივესიე სალონებს. რაც იყო და არ იყო გასაკეთებელი, ყველაფერი გავიკეთე. ისე მიხარია, ჭკუაზე არ ვარ. ესთეტიკური ცენტრები და სალონები ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, დანარჩენის დ….აც, ჯეკ!

 

2020-05-27"მამაჩემის მერე "ბენდუ" იყო, ვისი დაღუპვაც ასე განვიცადე, ახლა ჰენრია" - კობა სუბელიანის სამი ტკივილი

 

აუცილებლად დავჯდები კაფეში მეგობრებთან ერთად, შევიკრიბებით. რამდენიმე სასტუმროს ვერანდაზე ჯდომა მიყვარს, მიყვარს ასევე “ვერიკო”.

 

სახლში ვიკრიბებოდით, მაგრამ კაფე სულ სხვა კულტურაა. დაიბარებ, შეხვდები, ლანჩს მიირთმევთ… სახლში უნდა შეწუხდე, მოამზადო.

 

შესაძენი არაფერი მაქვს. დღეს ჩვენ მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რა ვჭამოთ და რა დავლიოთ და ფუფუნების დრო არ არის. ზედმეტი ყიდვისგან თავი უნდა შევიკავოთ. მაღაზიები რომ დაკეტილია, სრულებით არ მაწუხებს. არ დამკლებია.

 

მართალი გითხრათ, კარანტინს და კომენდანტის საათს მივეჩვიე. ისედაც არ გავდიოდი სახლიდან 9 საათის შემდეგ. 6 საათის შემდეგ საჭმელს არ ვჭამ. ამიტომ ახლა კაფეებში დაპატიჟებები რომ დაიწყება, შეკრებები რომ განახლდება, დიდი საშიშროების წინაშე დავდგები. ძლივს დავიკელი წონაში და ისევ რომ არ მოვიმატო, ამ შეკრებებზე არ წავალ. სახლში მაქვს სარბენი ბილიკი და დღეგამოშვებით 1 საათი დავრბივარ, რაც ჩემთვის საკმარისია. მინდა ეს წონა შევინარჩუნო.

 

ქალი 10 წელი უნაყოფობაზე მკურნალობდა და იზოლაციაში სამ ტყუპზე დაფეხმძიმდა
2020-05-27ქალი 10 წელი უნაყოფობაზე მკურნალობდა და იზოლაციაში სამ ტყუპზე დაფეხმძიმდა

 

ქრისტი ყიფშიძე: – ძალიან მომენატრა კაფე “ლიტერა”. პირველად, ალბათ, იქ წავალ. მიყვარს იქაური კალმახის კარპაჩო და სალათები… გემრიელად ვიკვებები ხოლმე. კიდე მიყვარს “რუმსის” აივანზე ჯდომა. ალბათ, როგორც ადრე, ისე ხშირად კაფეებში აღარ ვივლი.

 

რაც შეეხება სამოსს, გადაღებაზე მივდივარ და არც ვიცი, რა უნდა ჩავიცვა. სამი თვეა გარდერობისკენ არ გამიხედია, ხალათი და სპორტული პიჟამო მეცვა. გაზაფხულის ტანსაცმელი გამოვტოვე. ამ დღეებში გარდერობის დალაგებას, დახარისხებას ვაპირებ.

 

ვერიკო ტურაშვილი: – ნატაშკას საყვარელი სათამაშოების სია აქვს გამზადებული და მაღაზიები რომ გაიხსნება უნდა ვუყიდო. სამი თვეა ვეუბნები, მაღაზიები დაკეტილია, დამაცადე-მეთქი… საზაფხულო სამოსს განვაახლებ, თუმცა მოლებს ხელგაშლილი ვერ დავირბენ. მუშაობა უნდა დავიწყო.

 

პედიატრი გვირჩევს, რომ წელს ბავშვები ზღვაზე არ წავიყვანოთ 
2020-05-26პედიატრი გვირჩევს, რომ წელს ბავშვები ზღვაზე არ წავიყვანოთ 

 

ყველაზე მეტად რაც მინდა, გაიხსნას ყველაფერი, რომ ჩემი საქმეც აქტუალური გახდეს. ორი მუსიკალური პროექტი მაქვს, ჯერ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ერთი სული მაქვს, ორივეს დღის სინათლე დავანახო. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ჩემს პროფესიაზეა დამოკიდებული. არც სხვა რამ ბიზნესი მაქვს, არც სპონსორი მყავს. ჩემი საქმის კეთება მჭირდება, როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად.

 

ზაფხული მოდის, თბილისის შემოგარენში აგარაკი უნდა ვიქირავო ბავშვებისთვის. მოვერიდებით ხალხმრავალ ადგილებს და წესების დაცვას განვაგრძობთ…

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X