21:14 | 2020-05-12 ავტორი: Prime Time

მიხვდა, როგორ შემეშინდა პალატაში შესვლა – რას ჰყვება მედიკოსი ყველაზე პატარა ექთანზე, რომელიც covid -ინფიცირებულებს მკურნალობს

მიხვდა, როგორ შემეშინდა პალატაში შესვლა – რას ჰყვება მედიკოსი ყველაზე პატარა ექთანზე, რომელიც covid -ინფიცირებულებს მკურნალობს

24 წლის მარიამ ამბროლაძე ერთ-ერთი ახალგაზრდა ექთანია, რომელიც ახალი კორონავირუსის
წინააღმდეგ ექიმების გუნდთან ერთად იბრძვის.

 

მარიამი ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს.

 

კლინიკამ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ბევრი პაციენტი მიიღო და მათი ნაწილიც გამოაჯანმრთელა კიდეც.

 

პაციენტების განკურნებაში გარკვეული წვლილი მარიამსაც მიუძღვის. ის უკვე ხუთი წელია ექთანია და ამ ხნის განმავლობაში ბავშვთა განყოფილებაში მუშაობდა.

 

მასაც როგორც მსოფლიოში ძალიან ბევრ თეთრხალათიანს ახალ ინფექციასთან შებრძოლება მოუწია. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს

 

მარიამი პრაიმტაიმს ეუბნება, რომ ეს იყო მისთვის მოულოდნელი თუმცა, არა შეუძლებელი.

 

„მოულოდნელად მომიწია კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან შეხება.

 

მივხვდი, რომ ეს არ იქნებოდა მარტივი, მაგრამ შევეცადე მობილიზება გამეკეთებინა და ჩემი საქმე ისე შემესრულებინა არაფერი შემშლოდა. რთულია როდესაც პალატაში შედიხარ და პაციენტმა იცის მისი დაავადების შესახებ.

 

ხშირად საუბრის დროს პაციენტების თვალებში ცრემლებსაც ვამჩნევდი, რადგან, ეგონათ ეს დაავადება განაჩენი იყო.

 

ყოველ ჯერზე როდესაც პალატაში შევდიოდი მე მათ ვამხნევებდი. მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დასრულდა და გვყავს ბევრი მადლიერი და გამოჯანმრთელებული პაციენტი“, – ამბობს ექთანი.

როგორც ექიმი ლელა ჭინჭარაძე ამბობს, მარიამი ყველაზე პატარა ექთანია, რომლის გამბედაომაც გააოცა.

 

მისი თქმით, გამბედაობა და დამოკიდებულება ყველაფერს ცვლის და ეს ადამიანს მეტს შესაძლებლობას აძლევს.

 

„მარიამი ჩემი ყველაზე პატარა ექთანია, გამაოცა მისმა გამბედაობამ. როდესაც პირველი კოვიდი მივიღეთ, მიხვდა, როგორ შემეშინდა პალატაში შესვლა.

 

ჩემს გასაკეთებელს დაუზარებლად აკეთებდა, ამ პატარა გოგონამ იმხელა ენერგია შემმატა, შიში გადამავიწყა. შემრცხვა კიდევაც საკუთარი თავის და ვუთხარი მარიამს:

 

„ჩემო მარიამ, ძალიან მინდა ჩემი თეკლაც შენისთანა დაუზარელი გამბედავი ,კეთილი გაიზარდოს… მიყვარხარ ძალიან. დედა იამაყებს შენით“,  – ასე აფასებს მარიამის გაწეულ შრომას ექიმი ლელა ჯინჭარაძე.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები