18:45 | 2021-01-21 ავტორი: Prime Time

მიხეილ სააკაშვილმა წააგო ჰააგაში – თინა ხიდაშელი

მიხეილ სააკაშვილმა წააგო ჰააგაში – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი მოქმედ ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოში წარუმატებლობას ედავება.

 

„მე ამ ხელისუფლების დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ არ მესმის საერთოდ რაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა წააგო ჰააგაში სასამართლო. არასწორად შეტანილი სარჩელი მარცხიდ დასრულდა, რაც მოსალოდნელიც იყო. ჯერ კიდევ მაშინ, ბევრი წლის წინ, როდესაც სარჩელი შეიტანეს ვსაუბრობდი ამის შესახებ. სამწუხაროდ მართალი აღვმოჩნდი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

მისი თქმით, ჰააგისგან განსხვავებით, სტრასბურგში სამართლებრივი დავა სწორი აქცენტებით და სწორი მიმართულებით დაიწყო 2008 წლიდან.

 

ტყვედ აყვანილი ეს ჩემოდნიანი კაცი დღეს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანია - ბევრისთვის უცნობი ისტორია
2020-12-19ტყვედ აყვანილი ეს ჩემოდნიანი კაცი დღეს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსანია - ბევრისთვის უცნობი ისტორია

 

„არ მგონია ამ თვალსაზრისით მართლებული იყოს ხელისუფლების კრიტიკა. იმ საქმეს [ჰააგაში] ჯერ კიდევ აქვს გაცოცხლების შანსი. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვა, რომ დღეს საქართელოს ისეთი იუსტიციის მინისტრი ჰყავს, როგორიც არასდროს არ ჰყოლია, კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, ამ საქმეში, ანუ საერთაშორისო სამართალწარმოებას რაც ეხება. გოჩა ლორთქიფანიძის მსგავსი დონის სპეციალისტი ხელისუფლების, ამ უწყების სათავეში არასოდეს არ გვყოლია. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ის ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში [ჰააგა] საქმე გაცოცხლდეს“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

შეგახსენებთ, რომ დრეს სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

ავტორი: Prime Time


X