fbpx
22:05 | 2020-07-29 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

მიხეილ სააკაშვილის დროს შაქარაშვილი არ მოკვდებოდა! – რატომ უნდა მურმან დუმბაძეს სააკაშვილის პრემიერობა

მიხეილ სააკაშვილის დროს შაქარაშვილი არ მოკვდებოდა! – რატომ უნდა მურმან დუმბაძეს სააკაშვილის პრემიერობა

პოლიტიკოს მურმან დუმბაძეს არჩევნების შემდეგ, სურს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ის მიხეილ სააკაშვილი იყოს, რომელსაც წლების მანძილზე ებრძოდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე მისი ამომრჩევლები დაწყევლა კიდეც.

 

რატომ უჭერს დღეს მხარს ის გუნდს, რომელსაც ებრძოდა და რატომ გახდა იმ გუნდის ოპოზიცია, რომლის სიითაც ერთ დროს პარლამენტის წევრიც კი იყო, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.

 

– ბატონო მურმან, ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადეთ, რომ გსურთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი გახდეს, რატომ გაგიჩნდათ ამის სურვილი?

 

– ყველაზე მთავარი არგუმენტი არის ის, რომ დღეს უნდა ვილაპარაკოთ ამომრჩეველზე და არა მიხეილ სააკაშვილზე, საქართველოს პარლამენტს სწორედ ხალხი აყალიბებს და პარლამენტი მთავრობას.

 

2020 წლის არჩევნების შემდეგ, კოალიციური მთავრობის მიღება გარდაუვალია. მინიმუმ სამი პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს პარლამენტში, რომ მივიღოთ კოალიციური მთავრობა, ამას ამტკიცებს ჩემი გამოცდილება და ნებისმიერი კვლევა.

 

სიდედრმა ვაკიდან მოუყვანოს მხარდამჭერი ჩიკები - მეგი გოცირიძე ვაშაძის გაერთიანებიდან გასვლაზე
2020-07-29სიდედრმა ვაკიდან მოუყვანოს მხარდამჭერი ჩიკები - მეგი გოცირიძე ვაშაძის გაერთიანებიდან გასვლაზე

 

დაკომპლექტებაში ყველაზე დიდი შანსი აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას, ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში კი ფავორიტია „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ამომრჩეველი უფრო მეტია, ვიდრე დანარჩენი ოპოზიციის, ერთად აღებული.

 

თუ ჩვენ გვინდა მორალურად სამართლიანი ვიყოთ, ყველაზე მეტი უფლება, ვინ დააკომპლექტოს საქართველოს მთავრობა, აქვს „ნაციონალური მოძრაობას“. მას აქვს უფლება დაასახელოს საკუთარი პრემიერობის კანდიდატი.

 

– დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდა ხელისუფლებაში, ცნობილია, რომ თქვენ ებრძოდით მათ რეჟიმს, ამ შემთხვევაში სააკაშვილი თუ დააბრუნებს მისი გუნდის ისეთ წევრებს, როგორებიც არიან ბაჩო ახალაია, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და სხვები, ვისაც მძიმე დანაშაულობებში ედებათ ბრალი და ზოგი პატიმრობაშია, ნაწილი კი დევნილობაში, როგორ მოიქცევით?

 

– ასე ვერ მოხდება, იმიტომ რომ კოალიციური მთავრობა მოვა. რომელიც პრემიერმა უნდა დააკომპელქტოს იმ სუბიექტების შესაბამისი წევრებით, ვინც შევა პარლამენტში.

 

საჯარო მოხელეებს ხელი არ უნდა ვახლოთ. წინააღმდეგი ვარ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ძველების გაყრის, ასე თუ არ მოიქცევა მომავალი მთავრობა, იგივე დაემართება, რაც მოუვიდა „ქართულ ოცნებას“.

 

– ზურაბ ადეიშვილს თუ ჩამოიყვანს მიხეილ სააკაშვილი, როგორ მოიქცევით?

 

– ზურა ადეიშვილი გაათავისუფლა ივანიშვილის მთავრობის სასამართლომ, რომელიც სააკაშვილის სასამართლოს კოპირებაა, რატომ უნდა ვთქვა, რომ პოლიტიკური არ არის ივანიშვილის სასამართლო? ყველა ადამიანი უნდა გათავისუფლდეს, თავისი პოლიტიკური წარსულის და მრწამსის მიუხედავად.

 

ბაჩო ახალაიას რაც შეეხება, არჩევნებამდე უკვე თავისუფალი იქნება. სასამართლო სისტემა უნდა იყოს დამოუკიდებელი, პოლიტიკისგან დამოუკიდებელი სასამართლო ვერცერთი ხელისუფლების დროს ვერ მივიღეთ.

 

2020-07-29"შესაძლოა ითქვას, რომ მეორე ტალღა თითქოს უკვე დაიწყო" -მარინა ენდელაძე

 

 

პირველ რიგში სასამართლო სისტემის რეფორმა უნდა გატარდეს. მოსამართლეების 2/3  ბრიტანეთიდან და აშშ-დან უნდა ჩამოვიყვანოთ. მოქალაქეს დღეს არ სჯერა სასამართლოსი, ასე იყო მიშას დროსაც. რადგანა ასეა სუვერენიტეტი უნდა დავთმოთ. ვისაც ადამიანი არ მოუკლავს თავისუფლებაში უნდა გავუშვათ.

 

– თქვენ რა რეჟიმსაც ებრძოდით იმის მესვეურებიც?

 

– ისინიც.

 

– ახალაია, ადეიშვილი, მეგის ქარდავა, მასტერა?

 

– ახალაია გამოვა არჩევნებამდე. ადეიშვილი ევროპაში ცხოვრობს, არცერთი ევროპული სახელმწიფო არ იჭერს. ადეიშვილის წითელი ცირკულარით ძებნა მოითხოვა ივანიშვილმა, მაგრამ უარი მიიღო. რადგან სასამართლოსი არ გვჯერა უნდა ვთქვათ „ყველა თავისუფლებაში!“. ვისაც აქვს დოკუმენტი რომ მეგის ქარდავამ იარაღი მიაჭირა წავიდეს უჩივლოს და ამასობაში ჩატარდება სასამართლო რეფორმა.

 

– აბა რას ებრძოდით 2012 წლამდე?

 

– დემოკრატია იყო შეზღუდული და სასამართლო სისტემის არ მჯეროდა. სწორედ ამას ვებრძოდი. ივანიშვილმა ეს არ გააკეთა. იარა იმ გზით, რაც მისმა წინამორბედმა გაიარა, ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა არ გამოსწორა, არ გამოსწორა ივანიშვილმაც.

 

მიშამ გამოასწორა ქრთამი, ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში საქართველოს დროშა ფრიალებს, ის რაც არ გამოასწორა მან, ივანიშვილმა შეისისხლხორცა და ამიტომ უნდა შეიცვალოს.

 

დავუსვათ წერტილი, შევრიგდეთ და დავიწყოთ ახალი ცხოვრება. მე რომ მოსამართლე ვიყო ბიძინა ივანიშვილს დავიჭერდი, იმიტომ რომ საყდრისი ააფეთქა, გადამაგდო, 600 ათასი ადამიანი მოისყიდა, ვითომ ვალები გადაიხადა.

 

სააკაშვილი არ მინდოდა და გავუშვით. გულწრფელად ვებრძოდი წინა ხელისუფლებას და გულწრფელად ვებრძვი ბიძინა ივანიშვილს.

 

მინდა ბიძინა ივანიშვილში მიხეილ სააკაშვილი დავამარცხო.

 

„მარტო რომ დავრჩი, მე და ჩემ შვილს პატრიარქი გვპატრონობდა“ - გურჯაანში გაშვილებული იმერელი გოგონა, ბარონესა გახდა
2020-07-29„მარტო რომ დავრჩი, მე და ჩემ შვილს პატრიარქი გვპატრონობდა“ - გურჯაანში გაშვილებული იმერელი გოგონა, ბარონესა გახდა

 

მიხეილ სააკაშვილის დროს დარწმუნებული ვარ შაქარაშვილი არ მოკვდებოდა, რადგან პოლიციაში ზარი შევიდოდა და პოლიციელი ისე არ დაჯდებოდა.

 

– სააკაშვილის მმართველობის დროს, უშუალოდ პოლიციელის მიერ მოკლული არავინ გახსენდებათ?

 

– ახლაც მახსენდება, მაგრამ ის პოლიციელი უნდა დავამარცხოთ, რომელიც ადამიანს კლავდა.

 

 

– ანუ ცუდს და უარეს შორის ირჩევთ ცუდს?

 

– არა, ჩვენ ვქმნით კოალიციურ მთავრობას, სადაც ერთპარტიული მმართველობა სრულდება.

 

 

– მისი მმართველობის დროს თუ ვერ გამოასწორა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სისტემა, ახლა ამის რა გარანტია გაქვთ?

 

– ახდა გამოავსწორებთ. ერთ კაცზე აღარ იქნება დამოკიდებული გადაწყვეტილებები და სისტემასაც უნდა ვებრძოლოთ.

 

მე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კი არ ვიბრძოდი, ვიბრძოდი იმიტომ რომ მას სისტემის შეცვლა არ უნდოდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა გვერდით დავუდექი იმიტომ რომ აღიარა დანაშაულები.

 

2020-07-29"ბევრი კითხვა მაწვალებს, რატომ მოიკლა თავი? რატომ არ საუბრობდა თავისი ხმით?" - რას ნანობს ვახტანგ ჯავახაძე

 

მარტივი არაა 9 წელი ებრძოლო პოლიტიკურ გუნდს და მის გვერდით დადგე. ბოლომდე პროპორციული ვერ გავაკეთეთ, მაგრამ თითქმის პროპორციული გავაკეთეთ.

 

– თქვენი პროგნოზი თუ გამართლდა, სად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?

 

– მე ვიბრძვი პარლამენტში მსოახვედრად, რადგან დიდ რეფორმებში უნდა მივიღო მონაწილეობა.

 

– თუ დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილი და არ გაამართლა თქვენი იმედები რა მოხდება?

 

– გადავაყენებთ მიხეილ სააკაშვილს და აირჩევენ მურმან დუმბაძეს. სისტემა არ იძლევა ამის საშუალებას.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X