
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდა, – ამის შესახებ ფოტო სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა.
ფოტოზე ვანო მერაბიშვილთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელები ლიზა იასკო, დიმიტრი გორდონი, ალესია ბაცმანი, ასევე ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი გიორგი ცხაკაია, ყოფილ დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი, თბილისის ყოფილი პროკურორი დავით საყვარელიძე, უკრაინაში ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე გიზო უგულავა.