13:09 | 2020-04-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჟურნალისტების ტესტირებაც უნდა მოხდეს – თენგიზ ცერცვაძე

ჟურნალისტების ტესტირებაც უნდა მოხდეს – თენგიზ ცერცვაძე

„ცოტა მიკვირს, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ და თან მიხარია, რომ ჩვენთან, ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც არ ინფიცირდებიან“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

 

„მიხარია, ჩვენც რომ ამდენი ხანი გადავრჩით. გადარჩენა ჰქვია ამას, მედიცინის ოცამდე მუშაკი რომ არის დაინფიცირებული. ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უცხოეთში ხდება. მაგალითად, იტალიაში 6 000-ზე მეტი მედიცინის მუშაკი დაინფიცირდა. ცოტა მიკვირს, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ და თან მიხარია, რომ მათ ღმერთი იფარავს და მედიის წარმომადგენლები ჯერჯერობით, არ ინფიცირდებიან. იმიტომ, რომ ისინი, რა თქმა უნდა, შედიან რისკის ჯგუფში, რადგან მუდამ მოვლენათა ეპიცენტრში არიან და ძალაუნებურად უწევთ თუნდაც, სოციალური დისტანცირების დარღვევა, რომ ინტერვიუს ასაღებად რესპონდენტთან ახლოს მივიდნენ. რა თქმა უნდა, ჟურნალისტების ტესტირებაც უნდა მოხდეს “, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

 

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 456 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 5.

 

 

მნიშვნელოვანი მესიჯები ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციიდან

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X